„მრავალეროვანი საქართველოს“ ორგანიზებით, ახალქალაქსა და ნინოწმინდას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები ესტუმრნენ

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ ორგანიზებით, ახალქალაქსა და ნინოწმინდას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები ესტუმრნენ.

„მრავალეროვანი საქართველოს“ ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დიპლომატები შეხვდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. შეხვედრები გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელებთანაც.

„ახალციხისა და ნინოწმინდის Serec-ის ოფისებში, ელჩებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს როგორც ქვეყანაში ეთნიკურ უმცირესობათა წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, ისე სამომავლო გეგმებზე, პერსპექტივებსა და თანამშრომლობაზე, მათ შორის ტურიზმის განვითრებისა და სხვადასხვა საგრანტო პროგრამების ჩართულობის ფარგლებში.

"მრავალეროვანი საქართველოს" ხელმძღვანელმა არნოლდ სტეფანიანმა სტუმრებს გააცნო ორგანიზაციის მიმდინარე პროექტები და საქმიანობის შედეგები მუნიციპალიტეტები. დასასრულს კი მადლობა გადაუხადა სტუმრებს: ლიეტუვის ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას, ლატვიის ელჩს საქართველოში ედიტ მედნის, ესტონეთის ელჩს საქართველოში ლიინა კალიურანდს, ასევე დანიის ელჩს საქართველოში ანე ტოფტ სორენსენს და ნორვეგიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში მარკო სოლდიკს გულისხმიერებისა და თანამშრომლობისათვის”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც „მრავალეროვანი საქართველო“ ავრცელებს.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი