ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად საკრებულოს წევრებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდში პარტის ოფისში შეხვედრა გამართა.

ჩიქოვანის თქმით, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი მასშტაბური პროექტები განიხილეს.

„ზუგდიდში „ქართული ოცნების“ ოფისში საკრებულოს წევრებს, მუნიციპალიტეტის მერთან ერთად შევხვდი.

შეხვედრაზე ჩვენს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი მასშტაბური პროექტები განვიხილეთ, რაც ზუგდიდში მნიშვნელოვნად შეცვლის არსებულ ვითარებას.

პარტიის ადგილობრივ ბირთვთან შეხვედრებს ინტენსიურად გავაგრძელებთ, დავგეგმეთ მოსახლეობასთან ერთობლივი შეხვედრები.

შევეხეთ გუშინდელ შუალედურ არჩევნებს, რამაც კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ყველა საარჩევნო ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ გააუმჯობესა 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მიღებული შედეგები.

ვისაუბრეთ არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, ჩვენს გეგმებსა და საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ საკითხებზე”, - აღნიშნავს ჩიქოვანი სოციალურ ქსელში.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა