ზუგდიდში, ბაზრის მოვაჭრეები აქციას მართავენ

ზუგდიდში, ბაზრის მოვაჭრეები აქციას მართავენ. ისინი გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ.

მათი განცხადებით, ბაზრის შიდა ტერიტორიაზე მყიდველები იშვიათად შედიან, რის გამოც პროდუქცია უფუჭდებათ.

მოვაჭრეების თქმით, ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ მიიღეს დაპირება, რომ გარევაჭრობა აიკრძალებოდა, თუმცა უშედეგოდ.

"რამდენიმე წელია აქ ვმუშაობ. რამდენჯერმე ბაზრის გარე პერიმეტრი გაიწმინდა, მყიდველები თავისუფლად რომ შემოსულიყვნენ ბაზარში, მაგრამ ყველაფერი ისევ შეიცვალა. აიკრძალოს გარევაჭრობა ყველგან, არ დაუშვან ეს. ჩვენ შიგნით ვსხედვართ, ვიხდით გადასახადს, ვერ ვყიდით ვერაფერს, ვყრით ურნებში, ცოდვები ვართ. ამ ხნის ქალი მთელი დღე ტყუილად ვზივარ, ეს არ არ არის კარგი. თუ არ შესრულდა ჩვენი თხოვნა, რამე სხვა ზომებს მივმართავთ. აქციებს გავაგრძელებთ. ხალხის თხოვნას მერიამ ყურადღება უნდა მიაქციოს, არ შეიძლება სულ ,,ბუნაგში“ ისხდნენ. ჩვენს უკან ოჯახები დგას და ხომ უნდა ვარჩინოთ, ბანკის სესხი გვაქვს და ხომ უნდა გადავიხადოთ?"- განაცხადა აქციის მონაწილე მაია ლაშხიამ.

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ ეს პრობლემა მათთვის ცნობილია და აღნიშნულ საკითხზე მუშაობენ.

,,მერია მუშაობს ამ საკითხზე, იცის არსებული პრობლემა. ვმუშაობთ ისე, რომ ორივე მხარის ინტერესი იქნეს გათვალისწინებული, ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნეს მიღებული და ალტერნატივა იყოს შეთავაზებული,“- აცხადებენ ზუგდიდის მერიაში.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი