საქართველოს საბანკო ასოციაციამ საფინანსო სექტორის უნარების განვითარების პლატფორმის პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა

28 აპრილს საქართველოს საბანკო ასოციაციამ საფინანსო სექტორის უნარების განვითარების პლატფორმის პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.

პლატფორმა USAID-ის პროგრამის - დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის მხარდაჭერით 2022 წელს შეიქმნა და საფინანსო სექტორის ადამიანური კაპიტალის განვითარებას ემსახურება. USAID-ის 5 წლიანი პროგრამა (24 მლნ აშშ დოლარი) მიზნად ისახავს დამსაქმებლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის სტიმულირებას და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, ეკონომიკის მზარდი სექტორებისთვის ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას; რაც დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და პროდუქტიულობის ზრდაში აისახება. USAID-მა უკვე 30 პარტნიორული პროექტი დასტარტა კომპანიებთან, ბიზნესებთან და სექტორულ ასოციაციებთან ერთად.

შეხვედრის მიზანი საბანკო ასოციაციის პროექტის მიღწევების შეჯამება და საზოგადოებისთვის სამომავლო ხედვის წარდგენა იყო.

შეხვედრას კომერციულ ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სხვადასხვა სექტორული ასოციაციების, ეროვნული ბანკის, და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ, USAID/საქართველოს ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორმა მარიკა ოლსონმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა ნიკოლოზ გაგუამ მიმართეს. გამომსვლელებმა აღნიშნეს USAID-ის წვლილი საქართველოში მაღალანაზღაურებადი დასაქმების განვითარების მიმართულებით და ასევე, საფინანსო სექტორში უნარების განვითარების პლატფორმის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

საფინანსო სექტორის უნარების განვითარების პროექტის მენეჯერმა სალომე მაკარიძემ პროექტის მიმდინარე მიღწევები და სამომავლო ხედვა წარადგინა. შემდგომ პანელური დისკუსია გაიმართა. პანელის მონაწილეები ლიბერთი ბანკის ადამიანური კაპიტალის მიმართულების ხელმძღვანელი ნინო ჩიხლაძე, პროექტის სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელი, ადამიანური კაპიტალის და ორგანიზაციული განვითარბის ექსპერტი ნინო ოხანაშვილი და HR პროფესიონალთა ასოციაციის პრეზიდენტი სერგო ნოზაძე იყვნენ. პანელს პროექტის სასწავლო მიმართულების კოორდინატორი ლევან გოგოლაძე უძღვებოდა. ღონისძიება საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ სამადლობელი სიტყვით დახურა.

ჩვენ მადლობას ვუხდით USAID- და USAID ის პროგრამას დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა შეგვექმნა საფინანსო სექტორის უნარების განვითარების პლატფორმა. პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი დღეს ადამიანურ რესურსების მართვის კომიტეტია - სადაც საჭიროებების განსაზღვრა და შემდეგ მათზე მუშობა მიმდინარეობს.“, - აღნიშნა ალქესანდრე ძნელაძემ, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა.

(R)

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი