ზუგდიდის ბაზარში დასაქმებული მოქალაქეების აქციამ მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან გადაინაცვლა

ზუგდიდის ბაზარში დასაქმებული მოქალაქეების აქციამ მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან გადაინაცვლა. აქციის მონაწილეები მერთან, მამუკა წოწორიასთან შეხვედრას ითხოვენ. მათი განცხადებით, უნდა აიკრძალოს გარევაჭრობა და ეს პრობლემა ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს. აქციის მონაწილეებს მერის მოადგილე ბესიკ ჭეჟია შეხვდა.

ჭეჟიას განცხადებით, მერია უახლოეს პერიოდში აპირებს პრობლემის მოგვარებას შიდა და გარე ვაჭრობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მოხდება ალტერნატიული ფართების მოძიება, სადაც მოვაჭრეები განთავსდებიან.

,,მერია აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ იქნეს გადაჭრილი. ამ ადამიანების მოთხოვნა სამართლიანია მეტწილად, რადგან ისინი შიგნით, ბაზრის ტერიტორიაზე ვაჭრობენ, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ბაზრის გარე პერიმეტრზე ეწევიან პროდუქციის რეალიზებას, ვერც მათზე მოვახდენთ ასე ერთი ხელის მოსმით ზემოქმედებას, რადგან ყველა მოქალაქე ჩვენთვის არის ერთნაირი, თუმცა პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეს. მერია მუშაობს ამ პრობლემის მოგვარებაზე, ალტერნატიული ადგილების განსაზღვრაზე და უახლოეს დღეებში ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები,“- განაცხადა ბესიკ ჭეჟიამ.

ზუგდიდის ბაზარში დასაქმებული მოქალაქეები გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით აქციას დილიდან მართავენ. აქციის მონაწილეებმა, პროტესტის ნიშნად ბაზრის შესასვლელი კარი ჩაკეტეს. შეკრებილებმა ქუჩის გადაკეტვაც სცადეს, მაგრამ ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა მათ ამის უფლება არ მისცეს.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა