დავით გაბაიძე პოლონეთის ლუბუშის სავოევოდოს ქალაქ ზიელონა გორასა და ბათუმს შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ოქროს მედლით დაჯილდოვდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, პოლონეთის ლუბუშის სავოევოდოს ქალაქ ზიელონა გორასა და ბათუმს შორის მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, აჭარაში ოფიციალური ვიზით მყოფმა ზიელონა გორას მერმა იანუშ კუბიცკიმ და მერის მოადგილემ - ვიოლეტა ჰარეზლაკმა საგანგებო ოქროს მედლით დააჯილდოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, უმაღლეს საბჭოში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ჯაბა ფუტკარაძე და ზიელონა გორას მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ყურადღება გამახვილდა ლუბუშსა და აჭარას შორის საქმიანი ურთიერთობების საკითხებზე.

„დავით გაბაიძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ჩვენს რეგიონთან აქტიური თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ლუბუშსა და აჭარას შორის სამომავლო თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში კვლავაც წარმატებით განვითარდება.

შეხვედრის დასასრულს, დელეგაციის წევრებმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ოფიციალურად მიიწვიეს ლუბუშის სავოევოდოს ტრადიციულ „ღვინის ფესტივალზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ