ზუგდიდის ბაზარში დასაქმებულებმა მერიისგან გარევაჭრობის აკრძალვის დაპირება მიიღეს

ზუგდიდის მერიასთან ბაზარში დასაქმებული მოქალაქეების აქცია დასრულდა. შეკრებილებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათ მერის მოადგილე ბესიკ ჭეშიასგან პრობლემის ერთ კვირაში მოგვარების პირობა მიიღეს.

მოვაჭრეებმა ბაზრის კარი, რომელიც დილიდან ჩაკეტილი იყო გააღეს, თუმცა აცხადებენ, რომ აქციებს მაინც გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

"ერთი კვირა მომეცითო, ბატონმა ბესო ჭეჟიამ. დაგვპირდა, რომ მოგვარდება ის პრობლემა, რაზეც ჩვენ პრეტენზიას გამოვთქვამთ. ჩვენც კანონმორჩილი ხალხი ვართ, ვუსმენთ და ვემორჩილებით. მივდივართ და ვაღებთ ბაზრის კარებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვწყვეტთ აქციებს. არ ვაპირებთ ფარ-ხმალის დაყრას, ვიდრე ეს საკითხი არ გადაიჭრება. ყოველდღე ასე შევაწუხებთ მერიას სსხვადასხვა ფორმით, გზის გადაკეტვა იქნება, შიმშილობა თუ ადგილზე მოსვლა,“ - განაცხადა აქციის მონაწილე მაია ლაშხიამ.

შეგახსენებთ, ზუგდიდის ბაზარში დასაქმებული მოქალაქეები გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით აქციას დილიდან მართავდნენ.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის  შეფასება და ლოპოტას ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში