შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი არანაირად არ არის გაზრდილი, პირიქით - IRI-ის კვლევის მიზანი იყო ვირტუალური რეალობის შექმნა, რეალობა არის ის, რაც 29 აპრილს ვნახეთ

„ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი არანაირად არ არის გაზრდილი, პირიქით. ყველა ვხედავთ, რომ ყველანაირად არის დემოტივირებული ოპოზიცია. IRI-ის კვლევის მიზანი იყო ვირტუალური რეალობის შექმნა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა IRI-ის კვლევაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, IRI-ის კვლევის შედეგები რეალობას აცდენილია.

„რამდენჯერ უნდა ჩატარდეს კვლევა და რამდენჯერ უნდა გამოჩნდეს არჩევნებით, რომ ამ კვლევის შედეგები რეალობას აცდენილია. იმისთვის, რომ IRI და NDI ამას შეეშვას, არ ვიცი, რამდენჯერ უნდა მოხდეს ლუსტრირება, რომ ეს კვლევები მანიპულირებულია.

საზოგადოება არაერთხელ დარწმუნდა, რომ ეს მანიპულირებულია. ფაქტია, რომ ეს კვლევები სინამდვილეში არის არა იმისთვის, რომ საზოგადოების განწყობები შეისწავლონ, არამედ არის ინსტრუმენტი, რომ საზოგადოების განწყობაზე იმოქმედოს. ეს არის ჩვეულებრივი მანიპულაცია საზოგადოების აზრზე. სამწუხაროა, მათ შორის IRI-ს მხრიდან, რომელიც საქართველოში მხარს უჭერს რადიკალიზმს. ჩვენ ვნახეთ, რომ მისი დაფინანსებით მოქმედებს „გირჩის“ სხვადასხვა პროექტი. ვნახეთ, რომ „გირჩის“ ყალბ „ენჯეოს“ აფინანსებს ეს ორგანიზაცია. ვნახეთ, ერთ-ერთი ღონისძიება, სადაც „გირჩის“ ლიდერი ამბობდა, რომ ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიწვია, როგორც სპიკერი. ის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია სრულად არის დაფუძნებული „გირჩის“ პოლიტსაბჭოს წევრების მიერ. ყალბი „ენჯეობით“ ხდება პარტიაში ფულის შედინება.

ამ კვლევების მიზანი იყო საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა. ერთი არის ვირტუალური რეალობა, რომელიც წარმოდგენილი იყო ამ ე.წ. კვლევაში და მეორე რეალობაა, ის, რაც არის ჩვენი მოსახლეობის განწყობა. ამაზე მეტყველებს არამხოლოდ შედეგები, არამედ თავად ის ფაქტი, რომ ოპოზიციამ ვერ გაბედა კანდიდატები დაეყენებინა. სხვა ახსნა არ აქვს, კანდიდატები არ დააყენეს მერიის კანდიდატურაზე მაგალითად, ცაგერსა და თერჯოლაში. თუ ისინი საუბრობენ, რომ წალენჯიხაში წარმატებულად უძღვება ოპოზიციონერი მერი ადგილობრივ თვითმმართველობას, დაემტკიცებინათ ეს ცაგერსა და თერჯოლაში. თავადვე ამბობენ ახლა, რომ ხმები აკლიათ პარლამენტში და ნანობენ, რომ სია ჩახსნილი აქვთ. დაეყენებინათ კანდიდატურა და აეღოთ ერთი დამატებითი მანდატი. ყველამ კარგად იცის რეალობა. რეალობა არის ის, რაც 29 აპრილს ვნახეთ.

„ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი არანაირად არ არის გაზრდილი, პირიქით. ყველა ვხედავთ, რომ ყველანაირად არის დემოტივირებული ოპოზიცია. კვლევის მიზანი იყო ვირტუალური რეალობის შექმნა“,- აღნიშნავს პაპუაშვილი.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში