შალვა პაპუაშვილი კამპანიაზე „მე ვისროლე“ - მოწოდებებითაც ჩანს, რომ ემსახურება „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლის, ცოცხალი ადამიანებისთვის ბენზინის გადასხმის და ცეცხლის წაკიდების კამპანიას - ამ კამპანიას აფინანსებენ ევროპული და ამერიკული ფონდები

ვნახეთ, რომ სინამდვილეში კამპანია ეხება არა იმას, რომ იყოს სამართლიანი სასამართლო, სამართლიანი გამოძიება და ა.შ. არამედ, მათ შორის მოწოდებებითაც ჩანს, რომ ეს კამპანია ემსახურება საქართველოში „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლის, ცოცხალი ადამიანებისთვის ბენზინის გადასხმის და ცეცხლის წაკიდების კამპანიას. ამ კამპანიას აფინანსებენ ევროპული და ამერიკული ფონდები (EED და NED), - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიოგირიადისის მხარდასაჭერ კამპანიას „მე ვისროლე“.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ამ კამპანიაში მოწინავეა ორგანიზაცია „სირცხვილია“ .

„თავად ლოზუნგებიდან გამომდინარე, რომელიც მათ აქვთ „მე ვისროლე“ და ა.შ. ეს აჩვენებს იმას, რომ თავად ამართლებენ "მოლოტოვის კოქტეილის" სროლას, ისინი ამართლებენ ადამიანისთვის ბენზინის გადასხმას და ცეცხლის წაკიდებას. ეს კიდევ ნაკლები პრობლემაა, ვინაიდან ჩვენი ოპოზიცია და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია რადიკალურ ჯგუფს მიეკუთვნება ეს დიდი ხანია ვიცით. პრობლემა არის ის, რომ ეს კამპანია, მათ შორის ფინანსდება ევროპული და ამერიკული წყაროებით. ამ კამპანიის, რომლის მთავარი შინაარსია ის, რომ თუკი საჭიროა დაშვებულია პოლიციას ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდო - „მე ვისროლე“ კამპანია ამას ნიშნავს და თუკი ვინმე ჩათვლის, რომ ეს სამართლიანია და დასაშვებია ცოცხალი ადამიანისთვის ცეცხლის წაკიდება, აი, ამ კამპანიას აფინანსებენ ევროპული და ამერიკული ფონდები. კერძოდ, „სირცხვილია“ არის ერთ-ერთი ამ კამპანიის მოწინავე. სამწუხაროდ, ვინაიდან დაფარულია დაფინანსებები, ეს ცნობა ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ თავად აღიარებენ, რომ მათ აფინანსებს „ამერიკის დემოკრატიული ფონდი“ და“ევროპის დემოკრატიის ფონდი“. შესაბამისად ამერიკის გადასახადის გადამხდელების და ევროკავშირის მოქალაქეების გადასახადების გადამხდელების ფულით ფინანსდება ისეთი იდეოლოგიის დანერგვა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ცოცხალ ადამიანს შეიძლება წაუკიდო ცეცხლი, თუკი შენ ეს საჭიროდ მიგაჩნია. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს არაკეთილსინდისიერი დონორების პრობლემას საქართველოში, როდესაც ევროპული და ამერიკული ფულით ფინანსდება ადამიანისთვის ცეცხლის წაკიდების გამართლება", - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა მოუწოდა მედიას, დაინტერესდნენ, რატომ აფინანსებენ ევროპული და ამერიკული ფონდები ადამიანისთვის ცეცხლის წაკიდების გამართლების კამპანიას საქართველოში და რა კავშირი აქვს ამას დემოკრატიასთან, როდესაც „მოლოტოვის კოქტეილით“ პოლიციელს ცეცხლი წაუკიდეს და რატომ აფინანსებენ კამპანიას, რომელიც ამართლებს ასეთ საქციელს.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის