შალვა პაპუაშვილი - უნგრეთში კონფერენცია არის ამერიკელ კონსერვატორთა კავშირის მიერ ორგანიზებული - გირჩევდით, აშშ-ის ელჩს ჰკითხოთ, არის თუ არა ეს ფაშისტური ორგანიზაცია

უნგრეთში კონფერენცია არის ამერიკელ კონსერვატორთა კავშირის მიერ ორგანიზებული. მე გირჩევდით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ჰკითხოთ, არის თუ არა ეს ფაშისტური ორგანიზაცია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მუშაობა ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან მნიშვნელოვანია, ამ მხრივ კი უნგრეთის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანია.

"როგორც იცით, ეს კონფერენცია არის ამერიკელ კონსერვატორთა კავშირის მიერ ორგანიზებული კონფერენცია. მე გირჩევდით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ჰკითხოთ, არის თუ არა ეს ფაშისტური ორგანიზაცია, როგორც თქვენ ამას უწოდებთ. თქვენ რეიგანს, ბუშს, დონალდ ტრამპს უწოდებთ ფაშისტ პრეზიდენტებს?

ოპოზიციისგან მოვისმინეთ ეს შეფასებები, რომ თითქოს ფაშისტურია, თითქოს ანტიდასავლურია, ანუ გამოდის, რომ ბუში, ტრამპი და რეიგანი ანტი-დასავლელები არიან? ისინი იყვნენ მონაწილეები და მათ შორის, რონალდ რეიგანი დამფუძნებელ კონფერენციაზე გამოვიდა სწორედ ამ კონფერენციის.

ამიტომ, გირჩევდით, თუ გაინტერესებთ ამ კონფერენციის ისტორია და მისი პოზიციები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო წარმოდგენილია საქართველოში და კითხოთ, რამდენად თვლის საელჩო, რომ ეს კონფერენცია ან ანტი-დასავლურია, ან ფაშისტური.

რაც შეეხება ამ ღონისძიებას, ეს გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, ამერიკელ კონსერვატორების მიერ ორგანიზებული, სადაც მიწვეულია საქართველოს პრემიერ- მინისტრი. ჩვენ ვიყენებთ ყველა ფორმას და ფორუმს იმისთვის, რომ გვქონდეს კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან. იცით, რომ მე წინა კვირას ვიმყოფებოდი პრაღაში, სადაც იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენცია. ეს არის საშუალება, რომ მხარდაჭერა ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის მივიღოთ. მათ შორის, უნგრეთის, თუ სხვა ქვეყნების მხრიდან, ამიტომ მუშაობა ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან არის მნიშვნელოვანი და ამ მხრივ, უნგრეთის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

სწორედ ეს პოზიციაა ანტი-დასავლური დონალდ ტრამპს, ჯორჯ ბუშს და რონალდ რეიგანს უწოდო ანტი-დასავლელი და სხვა ეპითეტები, რომელსაც არ იშურებს ხოლმე ჩვენი ოპოზიცია. ეს უპირველეს ყოვლისა, აჩვენებს ჩვენი ოპოზიციის უმწიფრობას“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ