ფოთის მუნიციპალიტეტში მერის სათათბირო ორგანო - ახალგაზრდული საბჭო შეიქმნა

მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ახალი თაობის აქტიურად ჩართულობისა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად, ფოთში, ახალგაზრდული საბჭო შეიქმნა.

როგორც ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მერის სათათბირო ორგანო - ახალგაზრდული საბჭო ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებასა და დაგეგმვაზე, ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების კვლევაზე იმუშავებს. ასევე, თვითმმართველობის საქმიანობისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ თანატოლების ინფორმირებას უზრუნველყოფს.

მათივე ცნობით, საბჭო 16 ფოთელი ახალგაზრდისგან შედგება. თითოეული მათგანი კომისიის მიერ, კონკურსის საფუძველზე შეირჩა.

ფოთის მერის, ბექა ვაჭარაძის განცხადებით, ახალგაზრდების ხელშეწყობა და მხარდაჭერა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, შესაბამისად, ახალგაზრდებზე ორიენტირებული არაერთი პროექტი იგეგმება და ხორციელდება.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი