არმაზ ახვლედიანი - „ქართული ოცნების“ ნარატივი - მოჩვენებით მშვიდობაზე საუბარი გულისხმობს ძალაუფლების შენარჩუნებას ნებისმიერ ფასად, თუნდაც ეს იყოს ოკუპანტ კრემლთან სამარცხვინო გარიგებების ხარჯზე

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ინტერპრესნიუსი დამოუკიდებელ დეპუტატს, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელს, არმაზ ახვლედიანს ესაუბრა.

- ბატონო არმაზ, 30 აპრილს დაანონსებული აქციამოვდივარ“, „რესპუბლიკის მოედანზეგაიმართა. აქციის გამართვამდე აქციის ორგანიზატორებმა არ ერთხელ განაცხადეს, რომ ოპოზიციას არ მისცემდნენევროპული დროშისაპროევროპული პოლიტიკის ავანგარდის როლის შესრულების საშუალებას.

მიუხედავად იმისა, რომ სხვა ტიპის განცხადებებიც კეთდებოდა, მაინც იყო მოლოდინი, რომ აქციის მიზანი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის დაჩქარება იქნებოდა.

თუ აქციაზე გაჟღერებულ, აშკარად ეკლექტიკურ განცხადებებს დავაკვირდებით, ფაქტია, რომ აქცია აშკარად ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ ხასიათს ატარებდა. იმის გამო, რომ ამ თემაზე სასაუბრო საკმაოდ ბევრია, მოდით საუბარი დავიწყოთ აქციის ზოგადი შეფასებით და შემდეგ გადავიდეთ კონკრეტულ საკითხებზე...

- ჩვენ, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებმა ვიცით, რომ საზოგადოებაში ყოველთვის არიან განსხვავებული აზრის მქონე ჯგუფები და პატივს ვცემთ ამას, თუმცა ამ აქციამ გაგვახსენა წარუმატებელი წარსული, რომელსაც ქართველი ხალხის უდიდესმა ნაწილმა დიდი ხანია ზურგი აქცია.

აქციის სულისკვეთება ქვეყანას მიათრევს მაჩანჩალა, დამარცხებული, არშემდგარი, კრემლის ორბიტისკენ. შესაბამისად, აქციას და მის მოთხოვნებს არაფერი საერთო არ აქვთ საქართველოს ევროპულ მომავალთან.

აქციის სულისკვეთება ქვეყანას მიათრევს მაჩანჩალა, დამარცხებული, არშემდგარი, კრემლის ორბიტისკენ. შესაბამისად, აქციას და მის მოთხოვნებს არაფერი საერთო არ აქვთ საქართველოს ევროპულ მომავალთან

ჩვენმა ხალხმა არჩევანი დასავლეთის სასარგებლოდ დიდი ხანია გააკეთა. ეს აქცია იყო უსუსური ხმა წარუმატებელი წარსულიდან.

- აქციაზე ითქვა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიზანი უნდა იყოს ნეიტრალიტეტი და მიუმხრობლობა“. რომლიბერალურმა დემოკრატიამარ გაამართლა ისევე როგორცლიბერალურმა ეკონომიკამ“, ამიტომ ახალი გზა უნდა ვეძებოთ.

რომიდენტობას გვართმევენდა მთავარი - ხალხი ითხოვს მშვიდობას. მიუხედავად იმისა, რომგლობალური ძალებისაქართველოს ომში ჩართვას აიძულებენ და ამაზე ხელისუფლება ხშირად საუბრობს, დამაჯერებლად სულაც არა მოიყურება მტკიცება, რომ ვინმეს საქართველოს ომში ჩათრევა უნდა.

სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ახლანეიტრალიტეტისმოთხოვნა, იმაზე აპელირება, რომიდენტობას გვართმევენ“, ომში გვითრევენ და ამიტომ მშვიდობა გვინდა?

- ეს იყო “ქართული ოცნების“ კიდევ ერთი მცდელობა, ეროვნულ ინტერესებთან შეუსაბამო იდეოლოგია თავს მოეხვია ხალხისთვის. ეს იყო „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი შეკრება, რომელმაც ვერ გაამართლა.ალბათ, ერთ-ერთი ბოლო შეკრება ამ სახით.

ვუახლოვდებით 2024 საარჩევნო წელს, როცა უნდა გადაწყდეს საქართველოს მომავალი არჩევნების გზით. ეს მომავალი კი სრულიად შეუსაბამოა ამ აქციის, „ქართული ოცნების“ სულისკვეთებასთან და მისწრაფებასთან, რომ ქვეყანა ისე იმართებოდეს, რომ ხალხს არაფერი ჰკითხონ, რომ გათვალისწინებული იყოს მხოლოდ ერთი ადამიანის, ერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესები, რომელსაც არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან, სამართლის უზენაესობასთან და ადამიანის უფლებების დაცვასთან. ამგვარი ვექტორით განვითარებაზე ქართველი ხალხი ამბობს უარს.

ეს იყოქართული ოცნებისკიდევ ერთი მცდელობა, ეროვნულ ინტერესებთან შეუსაბამო იდეოლოგია თავს მოეხვია ხალხისთვის. ეს იყოქართული ოცნებისმიერ დაგეგმილი შეკრება, რომელმაც ვერ გაამართლა.ალბათ, ერთ-ერთი ბოლო შეკრება ამ სახით

„ქართული ოცნება“ კი მას მაინც ექაჩება ამ ჭაობში. წარმოუდგენელი შეუსაბამობაა, რომლის გასწორება და საქართველოს ევროპული ვექტორის საბოლოოდ გამართვა მოხდება 2024 წლის არჩევნებზე.

ეს აქცია, ისევე როგორც სხვა არა ერთი ანომალია ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული, მალე ღიმილის მომგვრელი გახდება და იმავდროულად გაკვეთილიც, თუ როგორ არ უნდა იმართებოდეს ქვეყანა და რას ნიშნავს სწორი ეროვნული ღირებულებები, რატომ აქვს მნიშვნელობა განათლებას და კულტურას და როგორ იქცევა ხელისუფლება მაშინ, როცა არც ერთი გააჩნია და არც მეორე.

- დარჩა შთაბეჭდილება, რომ აქციის მთავარი გზავნილები ხელისუფლებისთვის აბსოლუტურად მისაღები იყო. მხედველობაში მაქვს ისეთი გზავნილები, რომელიც თავად მმართველი გუნდის ლიდერებისგან ხშირად მოგვისმენია.

ვგულისხმობდაუსაბუთებელ ევროპულ რეზოლუციებზესაუბარს, „მიგვიღეთ ისეთი როგორებიც ვართ“, „არ ჩაერიოთ ჩვენს საშინაო საქმეებშიდა ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ფაქტია, რომ ა განცხადებების ადრესატები ჩვენი დასავლელი პარტნიორები იყვნენ.

დარწმუნებული ვარ ჩვენი დასავლელი პარტნიორების საელჩოები ყურადღებით დააკვირდებოდნენ იმას, თუ რაზე იყო აქციაზე. საუბარია იმ ქვეყნებზე, რომლებიც ამდენი წელია გვერდით გვიდგანან, გვეხმარებიან ჩამოვყალიბდეთ ნორმალურ დემოკრატიად და გვქონდეს ნორმალური ეკონომიკა, და არიან ჩვენი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების გარანტები.

თქვენი დაკვირვებით, ამ ტიპის განცხადებებით რა უთხრეს აქციის ორგანიზატორებმა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს?

- 8 წელია ვიმეორებ, რომ „ქართული ოცნება“ ე.წ. ნეიტრალიტეტს გზას დაადგებოდა. როცა აუქმებ დემოკრატიას, უარს ამბობ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, ადამიანის უფლებები არად მიგაჩნია, რა თქმა უნდა, გრჩება ერთადერთი, ავტორიტარიზმის გზა - გზა, რომელსაც შენიღბავ ნეიტრალიტეტის, ან სხვა აბსურდული, ანტიეროვნული იდეებით.

„ქართულმა ოცნებამ“ ამ კიდევ ერთი, უბადრუკი აქციით უთხრა დასავლეთს რომ ის არ აპირებს ევროპელი პარტნიორების არც ერთი მოთხოვნის შესრულებას, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას ევროინტეგრაციის გზაზე. „ქართულმა ოცნებამ“ ამ აქციით ჩვენს პარტნიორებს გაუგზავნა შეტყობინება რომ ირჩევს განვითარების სუვერენულ გზას, რაც რეალურად ნიშნავს ძალაუფლების შენარჩუნებას ნებისმიერ ფასად. თუ ამ პირობით მიიღებს ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, „ქართულ ოცნებას“ საწინააღმდეგო ალბათ არც არაფერი ექნება.

ქართულმა ოცნებამ ამ აქციით ჩვენს პარტნიორებს გაუგზავნა შეტყობინება რომ ირჩევს განვითარების სუვერენულ გზას, რაც რეალურად ნიშნავს ძალაუფლების შენარჩუნებას ნებისმიერ ფასად. თუ ამ პირობით მიიღებს ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, „ქართულ ოცნებას საწინააღმდეგო ალბათ არც არაფერი ექნება

რა თქმა უნდა, დასავლეთი ყურადღებით აკვირდება „ქართული ოცნების“ ამ ბინძურ მანიპულაციებს და ხვდება ვისთან რა ძალასთან აქვს საქმე. შესაბამისად, დასავლეთის დამოკიდებულება სულ უფრო და უფრო მკაფიო ხდება და მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ რეალურად იზრუნოს დემოკრატიულ რეფორმებზე. პასუხად, „ქართული ოცნება“ სამარცხვინოდ გადაეფარა სასამართლო კლანს, რომელიც წლებია პარტიულ დღის წესრიგს ემსახურება.

აი ასეთი წარმოუდგენელი შეუსაბამობაა საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, დასავლეთის ინტერესებს და „ქართული ოცნების“ განზრახვებს შორის. ისეთივე შეუსაბამობა, როგორიც მარტის დიდებულ აქციებსა და გუშინდელ რევანშისტულ აქციას შორის.

- აქციაზე ბევრი ისაუბრეს სისხლიან 9 წელზე, მაგრამ არაფერი უთქვამთ იმ სისტემის მსახურ მურუსიძე-ჩინჩალაძეზე. დასავლეთისა და ამერიკის კრიტიკის ფონზე არც ერთი კრიტიკული სიტყვა არ თქმულა, რუსეთზე, როგორც აგრესორზე უკრაინაში და ჩვენი ტერიტორიების 20%-ის მიმტაცებელზე.

დარჩა შთაბეჭდილება, აქციის ადრესატები არ იყვნენ მხოლოდ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. „წარმოდგენისადრესატებში რუსეთიც მოიაზრებოდა.

თქვენი დაკვირვებით, თბილისში ამ ტიპის აქციის გამართვით რა გზავნილი მიიღო კრემლმა და რუსეთმა?

- დასავლეთმა უკვე კარგად იცის „ქართული ოცნების“ რეალური სახე. 30 აპრილის აქციით დასავლელ პარტნიორებს არაფერი ახალი არ გაუგიათ „ქართულ ოცნებაზე“. იმიტომ რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ უკვე არა აქციებითა და განცხადებებით, არამედ საქმით დაადასტურა, რომ მისი ვექტორი დასავლური არ არის და სრულ აცდენაშია საქართველოს უმთავრეს სტრატეგიულ ინტერესებთან.

30 აპრილის აქცია, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი პოლიტიკის არსი, კრემლის პროპაგანდის ნაწილია. ეს რომ ასეა, ამაში ყოველ ჯერზე სულ უფრო ვრწმუნდებით. ნეიტრალიტეტზე გახშირებული საუბარი, დასავლეთის ლანძღვა, ე.წ. სუვერენიტეტის იდეა, მოჩვენებითი მშვიდობის მოწოდებები, რუსული პროპაგანდის ნაწილია.

30 აპრილის აქცია, ისევე როგორცქართული ოცნებისბოლოდროინდელი პოლიტიკის არსი, კრემლის პროპაგანდის ნაწილია. ეს რომ ასეა, ამაში ყოველ ჯერზე სულ უფრო ვრწმუნდებით. ნეიტრალიტეტზე გახშირებული საუბარი, დასავლეთის ლანძღვა, .. სუვერენიტეტის იდეა, მოჩვენებითი მშვიდობის მოწოდებები, რუსული პროპაგანდის ნაწილია

სწორედ ასე პოზიციონირებს დღეს პუტინის აგიტმანქანა და აქა-იქ, ჯერ კიდევ შემორჩენილი რეჟიმები, მათ შორის „ქართული ოცნებაც“. ეს საუბარი მშვიდობაზე არის რუსული პროპაგანდის ნაწილი, იმიტომ რომ ყველა კარგად ხვდება, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია.

მაგრამ, ვაცნობიერებთ, რომ ეს არის მოჩვენებითი მშვიდობა. „ქართული ოცნების“ ნარატივი - მოჩვენებით მშვიდობაზე საუბარი გულისხმობს ძალაუფლების შენარჩუნებას ნებისმიერ ფასად, თუნდაც ეს იყოს ოკუპანტ კრემლთან სამარცხვინო გარიგებების ხარჯზე.

ქართული ოცნებისნარატივი - მოჩვენებით მშვიდობაზე საუბარი გულისხმობს ძალაუფლების შენარჩუნებას ნებისმიერ ფასად, თუნდაც ეს იყოს ოკუპანტ კრემლთან სამარცხვინო გარიგებების ხარჯზე

და ეს ხდება მაშინ, როცა სწორედ დასავლელი პარტნიორები არიან ჩვენს რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობისა და განვითარების უმთავრესი გარანტები.

გრძელვადიანი მშვიდობისა და წარმატებული განვითარების ერთადერთი ფორმულა საქართველოსთვის, დემოკრატია და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციაა!

- გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომევროპელმა სოციალისტებმა“ „ქართული ოცნებაშესაძლოაევროპელი სოციალისტებისოჯახიდან გარიცხონ.

ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე თქვენ გამახსენდით, რადგან მახსოვს, როცა თქვენქართულ ოცნებისაღმასრულებელი მდივანი იყავით, სწორედ თქვენ გადადგით პირველი ნაბიჯები იმისთვის, რომქართული ოცნება“ „ევროპელი სოციალისტებისოჯახის წევრი გამხდარიყო.

რას შეიძლება ნიშნავდესევროპელი სოციალისტებისგავრცელებული განცხადებაქართულ ოცნებაზე“? სავარაუდოდ, რით შეიძლება დასრულდეს ეს ისტორია?

- 10 წლის წინ, როცა პარტია „ქართულ ოცნებას“ ჩავუდექი სათავეში, მქონდა პირველი სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში და შეხვედრები „ევროსოციალისტების“ ხელმძღვანელებთან.

ჩემი სურვილი იყო თანდათან მომხდარიყო „ქართული ოცნების“ ინტეგრირება ამ უმსხვილეს და უმნიშვნელოვანეს ევროპულ პოლიტიკურ სივრცეში, იმ პირობით, რომ “ოცნება” თანმიმდევრულად გაატარებდა შიდაპარტიულ დემოკრატიულ რეფორმებს.

ეს იყო მკაფიო გზავნილი და მას შემდეგ არა ერთხელ შემიხსენებია კოლეგებისთვის ევროპაში ამის თაობაზე. დღემდე მაქვს მათთან მჭიდრო ურთიერთობა.

სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ის, რომ „ევროპელ სოციალისტებთან“ ურთიერთობების 10 წლის თავზე სრულად დაიცალა ევროპული შიგთავსისაგან. ამიტომაც არ მიკვირს, რომ ასე სწრაფად იზრდება “ოცნებისადმი” ევროპელი სოციალისტების მკვეთად უარყოფითი დამოკიდებულება.

სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამმოახერხა ის, რომევროპელ სოციალისტებთანურთიერთობების 10 წლის თავზე სრულად დაიცალა ევროპული შიგთავსისაგან. ამიტომაც არ მიკვირს, რომ ასე სწრაფად იზრდებაოცნებისადმი” ევროპელი სოციალისტების მკვეთად უარყოფითი დამოკიდებულება

- თუ სწორად მახსოვსევროპელ სოციალისტებშიქართულ ოცნებასდამკვირვებლის სტატუსი აქვს...

- საქმე ისაა, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერც ექნება „ევროპელ სოციალისტებში“ სრულფასოვანი წევრის სტატუსი, ვიდრე საქართველო ევროკავშირის წევრი არ გახდება. მაგრამ, „ქართული ოცნება“ ინტეგრირებულია „ევროსოციალისტების“ დიდ ოჯახში, ის მონაწილეობს ამ პარტიის სხვადასხვა ფორუმში.

ეს არის ორმხრივი პასუხისმგებლობა და ევროპის ეს უმსხვილესი გაერთიანება ხედავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მკვეთრად გადაუხვია ევროპული განვითარების ვექტორს, უარს ამბობს დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე და სამართლის უზენაესობის აღიარებულ პრინციპებზე. შესაბამისად, ასეთი პარტნიორი არავის არ სჭირდება.

- რა გამოდის - „ქართულ ოცნებასევროპაში პარტნიორები არ ჰყავს? და მარტო უნგრეთის პრეზიდენტ ორბანის იმედადაა დარჩენილი?

- „ქართული ოცნება“ თავად ირჩევს პარტნიორებს. მან აირჩია უნგრეთის დღევანდელი ხელმძღვანელი, საეჭვო რეპუტაციის მქონე პოლიტიკური ფიგურა დღევანდელ ევროპაში და უარი თქვა იმაზე, რაც თავიდან ჰქონდა გაცხადებული, რომ ყველაფერს გააკეთებდა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის. ამისთვის კი საჭირო იყო ძირეული დემოკრატიული რეფორმები და სამართლის უზენაესობის დამკვიდრება.

ამ პრინციპებს „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა და დარჩა აქა-იქ შემორჩენილი, საეჭვო რეპუტაციის მქონე ევროპელი პოლიტიკოსების ამარა. ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია რომ ევროკავშირის ერთ-ერთი უმსხვილესი პოლიტიკური გაერთიანების პოზიცია მკვეთრად უარყოფითია.

ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია რომ ევროკავშირის ერთ-ერთი უმსხვილესი პოლიტიკური გაერთიანების პოზიცია მკვეთრად უარყოფითია

არავინ აპირებს „ქართული ოცნების“ გამო საკუთარი რეპუტაციისა და აღიარებული ფასეულობების დაზიანებას. რაც მთავარია, არავინ აპირებს, ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს ანაცვალოს ავტორიტარული მისწრაფებების მქონე პოლიტიკური დაჯგუფების ინტერესები.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა