თეონა აქუბარდია - მზად არიან საკანონმდებლო ორგანოს უზურპაციისთვის, რათა გადაეფარონ კორუფციის გამო სანქცირებულ მოსამართლეებს - ესა მორიგი საფუძველი, რომ სანქციები დაუწესდეთ პოლიტიკოსებს, რომლებიც კონსტიტუციას არღვევენ

მზად არიან საკანონმდებლო ორგანოს უზურპაციისთვის, რათა გადაეფარონ კორუფციის გამო სანქცირებულ მოსამართლეებს - ესა მორიგი საფუძველი, რომ სანქციები დაუწესდეთ პოლიტიკოსებს, რომლებიც კონსტიტუციას არღვევენ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წინა კვირის კენჭსაყრელი საკითხები "ავტომატურად გადმოდის" დღის წესრიგში, თუმცა, უმრავლესობამ "ახალი საპროცედურო ხრიკი გამონახა."

აქუბარდიას თქმით, მსგავსი პრეცედენტი, როცა კენჭსაყრელ საკითხთა სიაში კონკრეტული საკითხი აღარ დახვდათ, აქამდე პარლამენტში არ ყოფილა.

„დღეს „ქართულმა ოცნებამ" იკადრა მორგ ჯერზე კონსტიტუციის მიღმა გასვლა. ისე, რომ საკითხის ინიციატორებთან არ მომხდარა არანაირი შეთანხმება, კენჭსაყრელ საკითხთა სიიდან ამოიღო საგამოძიებო კომისიის საკითხი, რომლის გამოც მანამდე სამჯერ უარი განაცხადა კენჭისყრის წინ რეგისტრაციაზე. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ისინი ყველაფრისთვის არიან მზად, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოს უზურპაციაზე იმისთვის, რომ გადაეფარონ კორუფციის გამო სანქცირებულ მოსამართლეებს, რომლებიც წინა ხელისუფლებიდან ასე ლაზათიანად გადმოიბარეს.

ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ოპოზიციის ნებისმიერი ინიციატივა შეუძლიათ ჩააგდონ ისე, რომ კენჭსაყრელ საკითხებში არც კი მოხვდეს, ეს მორიგი საფუძველია იმისა, რომ სანქციები დაუწესდეთ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც საპარლამენტო რესპუბლიკაში კონსტიტუციას არღვევენ,"- განაცხადა აქუბარდიამ.

პარლამენტის მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში, კენჭსაყრელ საკითხთა ნუსხაში, სასამართლოს საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი შეტანილი არ არის.

პარლამენტის ბიუროს პლენარული სხდომების დღის წესრიგის პროექტი წარედგინა, სადაც კენჭსაყრელი საკითხების სიაში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე დადგენილების პროექტი არ წერია.

ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ეს დღის წესრიგიდან კონკრეტული საკითხის ამოღებას არ ნიშნავს, რადგან პარლამენტის ბიურო პლენარული სხდომების დღის წესრიგს ყოველ ჯერზე ხელახლა ადგენს და დღის წესრიგის პროექტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭსაყრელ საკითხთა შორის არ არის.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო