ლევან ხაბეიშვილი - მე, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, მზად ვარ ლაზარე გრიგორიადისს თავდებში დავუდგე

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მარტის აქციების დროს დაკავებულის, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატებს სთავაზობს, რომ როგორც პარლამენტის წევრი მზად არის თავდებში ჩაუდგეს ლაზარე გრიგორიადისს იმისთვის, რომ ის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობიდან გათავისუფლდეს. აღნიშნულის შესახებ ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში განუცხადა, სადაც გრიგორიადისის პროცესის პარალელურად მისი მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, გრიგორიადისის დაკავება უკავშირდება კონკრეტულ მესიჯს კრემლისთვის, რომ ანტიპუტინისტურ აქციაზე ყოფნა ისჯება.

“ლაზარეს პატიმრობაში ყოფნის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ადამიანს წინასწარ პატიმრობაში ტოვებენ მაშინ, როცა მოწმეზე შეუძლია ზეგავლენა, ან რაიმე მტკიცებულების გაქრობა ან გაქცევა. ამ სამიდან ლაზარეს არცერთი შეუძლია. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს რომ ზეწოლის ქვეშ ვერ ამყოფებს ლაზარე, ამას საზოგადოება კარგად ხვდება. ასევე, რაიმე მტკიცებულების გაქრობაც რომ არ შეუძლია 21 წლის ლაზარეს ესეც კარგად ვიცით და ასევე, ცხადია, საზღვრების კონტროლი შეუძლია ხელისუფლებას, თუ მაინც და მაინც, რაიმე შიშები აქვს. ამიტომ, არანაირი საფუძველი იმისა, რომ ლაზარე წინასწარ პატიმრობაში ჰყავდეთ არ არსებობს გარდა იმისა, რომ კრემლს, რუსეთს გაუგზავნონ გზავნილი, რომ ყველა ადამიანს, მათ შორის ახალგაზრდებს დასჯიან, ვინც ანტიპუტინისტურ აქციაზე იქნება, ვინც ევროპის მხარდამჭერ აქციაზე იქნება და ვინც საქართველოს კონსტიტუციას დაიცავს. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია ლაზარე იყოს თავისუფალი. თუ ვინმემ კანონი, კონსტიტუცია დაარღვია ეს არის რუსული ოცნება. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ჩემი შეთავაზება დაცვის მხარისთვის, მე, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი მზად ვარ ლაზარე გრიგორიადისს თავდებში დავუდგე იმისთვის, რომ ის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდეს”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

ლევან ხაბეიშვილი - მე, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, მზად ვარ ლაზარე გრიგორიადისს თავდებში დავუდგე

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მარტის აქციების დროს დაკავებულის, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატებს სთავაზობს, რომ როგორც პარლამენტის წევრი მზად არის თავდებში ჩაუდგეს ლაზარე გრიგორიადისს იმისთვის, რომ ის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობიდან გათავისუფლდეს. აღნიშნულის შესახებ ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში განუცხადა, სადაც გრიგორიადისის პროცესის პარალელურად მისი მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, გრიგორიადისის დაკავება უკავშირდება კონკრეტულ მესიჯს კრემლისთვის, რომ ანტიპუტინისტურ აქციაზე ყოფნა ისჯება.

“ლაზარეს პატიმრობაში ყოფნის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ადამიანს წინასწარ პატიმრობაში ტოვებენ მაშინ, როცა მოწმეზე შეუძლია ზეგავლენა, ან რაიმე მტკიცებულების გაქრობა ან გაქცევა. ამ სამიდან ლაზარეს არცერთი შეუძლია. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს რომ ზეწოლის ქვეშ ვერ ამყოფებს ლაზარე, ამას საზოგადოება კარგად ხვდება. ასევე, რაიმე მტკიცებულების გაქრობაც რომ არ შეუძლია 21 წლის ლაზარეს ესეც კარგად ვიცით და ასევე, ცხადია, საზღვრების კონტროლი შეუძლია ხელისუფლებას, თუ მაინც და მაინც, რაიმე შიშები აქვს. ამიტომ, არანაირი საფუძველი იმისა, რომ ლაზარე წინასწარ პატიმრობაში ჰყავდეთ არ არსებობს გარდა იმისა, რომ კრემლს, რუსეთს გაუგზავნონ გზავნილი, რომ ყველა ადამიანს, მათ შორის ახალგაზრდებს დასჯიან, ვინც ანტიპუტინისტურ აქციაზე იქნება, ვინც ევროპის მხარდამჭერ აქციაზე იქნება და ვინც საქართველოს კონსტიტუციას დაიცავს. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია ლაზარე იყოს თავისუფალი. თუ ვინმემ კანონი, კონსტიტუცია დაარღვია ეს არის რუსული ოცნება. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ჩემი შეთავაზება დაცვის მხარისთვის, მე, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი მზად ვარ ლაზარე გრიგორიადისს თავდებში დავუდგე იმისთვის, რომ ის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდეს”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის