ქუთაისში 2 მაისს „ქუთაისქალაქობა 2023-ს" აღნიშნავენ

ქუთაისში 2 მაისს „ქუთაისქალაქობა 2023-ს" აღნიშნავენ. როგორც ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სადღესასწაულო პროგრამით მრავალფეროვანი ღონისძიებებია გათვალისწინებული და ასევე, გაიმართება გამოფენა-გაყიდვები, შეხვედრები, ფორუმები, პრეზენტაციები, საბავშვო და სპორტული აქტივობები, საპატიო ქუთაისელების არჩევა და კონცერტები.

მათივე ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და ბულვარში, ფალიაშვილის ქუჩაზე, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში, თეთრ ხიდის მიმდებარედ მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება მასობრივი ღონისძიებები.

„ამ დღესვე მოხდება ევროპის 21 წლამდე ნაკრებთა ფეხბურთის ჩემპიონატის გარდამავალი თასის წარდგენა. დღის ბოლოს , მესხიშვილის თეატრში თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, შეასრულებს სიმღერებს ქართული კინო-ფილმებიდან. 2 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებები დასრულდება გალა-კონცერტით, სადაც თბილისის ბიგ-ბენდი და პოპულარული ქართველი შემსრულებლები წარდგებიან მაყურებლის წინაშე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა