რუსთავის მერიის და კომპანია ,,გალფის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რუსთავში ზაზა ფაჩულიას სახელობის  საკალათბურთო კორტი გაიხსნა

რუსთავის მერიის და კომპანია „გალფის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რუსთავში, აღმაშენებლის გამზირზე, ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო კორტი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკალათბურთო მოედნის გახსნას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ზაზა ფაჩულიასთან, ,,გალფის“ გენერალურ დირექტორ ქრეიგ სთივენ ქრამერთან და კომპანიის დამფუძნებელ ვანო ნაკაიძესთან ერთად დაესწრო.

„ეს პროექტი კარგი მაგალითია, იმისა თუ როგორ გაერთიანდა მუნიციპალიტეტი, ბიზნესი და წარმატებული სპორტსმენი, რომელმაც ნამდვილად იცის წარმატების ფასი და იცის სპორტის განვითარებისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქებში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა. კიდევ ერთხელ მადლობა მათ ამ თანამშრომლობისთვის, ჩვენ კი რუსთავში გავაგრძელებთ განვითარებას და რა თქმა უნდა სპორტული მიმართულება იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი სხვა ქალაქებშიც ასევე წარმატებით გაგრძელდება“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ზაზა ფაჩულიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებს ჰქონდეთ საშუალება სპორტით დაკავდნენ.

,,ეს პროექტი იმის დამადასტურებელია თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ქუჩის კალათბურთი განვითარდეს და ბავშვებს მიეცეთ იმის საშუალება, რომ გარეთ გამოვიდნენ, ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრონ და სპორტით დაკავდნენ. ძალიან ვამაყობ ამ პროექტით და მადლიერი ვარ „გალფის“ ხელმძღვანელობის, ყველა ერთნაირად ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებს ჰქონდეთ საშუალება გამოვიდნენ, ითამაშონ, გაერთონ და სპორტით დაკავდნენ“, - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

კომპანია ,,გალფის“ დამფუძნებელმა ვანო ნაკაიძემ აღნიშნა, რომ კომპანია ,,გალფი“ მთელი საქართველოს მასშტაბით 20 საკალათბურთო კორტის მშენებლობას გეგმავს. რუსთავი, რიგით მეოთხე ქალაქია, სადაც საკალათბურთო მოედანი მოეწყო.

„გალფის“ ეგიდით და ზაზა ფაჩულიასთან პარტნიორობით, ეს არის რიგით მეოთხე საკალათბურთო მოედანი, რაც ემსახურება მთავარ მიზანს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ბავშვებში და ქვეყანაში დაინერგოს. „გალფი“ გააგრძელებს და რაც იყო დაანონსებული - 20 საკალათბურთო მოედანი, ეს არის ჩვენი მიზანი, რასაც აუცილებლად განვახორციელებთ“, - განაცხადა ვანო ნაკაიძემ.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ზაზა ფაჩულიას სახელობის „გალფის“ საკალათბურთო მოედანი, საქართველოს მასშტაბით რიგით მეოთხეა. მოედანი საერთაშორისო საკალათბურთო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს და აღჭურვილია მაღალი ხარისხის თანამედროვე საფარით. სპორტული მოედნის მიმდებარედ კი რუსთავის მერიამ ახალი რეკრეაციული სივრცე მოაწყო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს