ავიაკომპანიები Flynas-ი და FLY DUBAI ბათუმი-დუბაის მიმართულებით პირდაპირი რეისების სიხშირის გაზრდას გეგმავენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ FLY DUBAI-ს და Flynas ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში ბათუმი-დუბაის მიმართულებით რეისების დამატებისა და პირდაპირი რეისების დანიშვნის შესაძლებლობები განიხილეს. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავიაკომპანიებმა ფრენების სიხშირის გაზრდასთან და ეტაპობრივად, არასაზღვაო ტურისტულ სეზონზე, დამატებითი რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვეს. 2023 წლის ზაფხულში ბათუმი-დუბაის მიმართულებით რეისებს Flynas განახორციელებს, 25 ივნისიდან FLY DUBAI-ს რეისები დაემატება .

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის სფეროში არსებული დიდი პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას, რაშიც რეისების დამატება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელები იღებდნენ.

1-4 მაისს დუბაიში ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენა იმართება, სადაც 150 ქვეყანასთან ერთად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სხვადასხვა ქართული ტურისტული კომპანიის გვერდითაა წარმოდგენილი,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა