რუსთავის მერი 2024 წლის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს ხვდება

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ 2024 წლის სამოქმედო გეგმაში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან შეხვედრები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცლებს.

მათივე ცნობით, მერიაში გამართულ პირველ შეხვედრაზე, ნინო ლაცაბიძემ რუსთავის ახალი განვითარების კონცეფცია, ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე მუნიციპალური სერვისები და პროგრამები, ჭყონდიდელის დასახლების მე-20-ე და 21- ე მიკრო რაიონების კორპუსების ამხანაგობების თავმჯდომარეებთან ერთად განიხილა.

როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, ნინო ლაცაბიძესთან შეხვედრა დიალოგისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. რუსთავის მერმა, კონკრეტულ საცხოვრებელ კორპუსებში და ეზოებში არსებული პრობლემებისა და მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ ამხანაგობების თავმჯდომარეებისგან მიიღო.

ნინო ლაცაბიძის განაცხადებით, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები, რუსთავის მერიას 2024 წლის პრიორიტეტების განსაზღვრაში დაეხმარება და ამ პროცესში მოსახლეობის უფრო მეტ ჩართულობას უზრუნველყოფს.

„დღეს დავიწყეთ სამუშაო შეხვედრები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან. შევხვდებით 700-ივე კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეს, რომლებთანაც ვისაუბრებთ როგორც მიმდინარე, ასევე დაგეგმილ პროექტებზე. რაც ყველაზე მთავარია, ამ შეხვედრებისა და მათთან კონსულტაციების საფუძველზე გამოიკვეთება ის პრიორიტეტები, რასაც დავგეგმავთ 2024 წლის სამოქმედო გეგმით“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, მაისის ბოლომდე ნინო ლაცაბიძე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ყველა თავმჯდომარეს შეხვდება. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან შეხვედრების შედეგად გამოკვეთილი საკითხები, რუსთავის მერიის 2024 წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტი იქნება.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი