ხათუნა სამნიძე შალვა პაპუაშვილს - პირადი გადაწყვეტილებით, გააქრეთ, წაშალეთ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, რომელიც კენჭსაყრელ საკითხებში იყო - მზად ხართ, თქვენს უმრავლესობასთან ერთად მთელ „კლანს“ გადაეფაროთ

არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ თქვენ, პირადი გადაწყვეტილებით, გააქრეთ, წაშალეთ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, რომელიც კენჭსაყრელ საკითხებში იყო - ბატონო სპიკერო, მზად ხართ, თქვენს უმრავლესობასთან ერთად მთელ "კლანს" გადაეფაროთ, - ასე მიმართა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომლის დღის წესრიგში კენჭსაყრელ საკითხთა ნუსხაში, სასამართლოს საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი შეტანილი არ არის. სამნიძის აზრით, აღნიშნული საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა.

„რატომ თვლით, რომ გაქვთ უფლება, ერთპიროვნულად გადაწყვიტოთ და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე კენჭსაყრელი საკითხებიდან გააქროთ საკითხი, რომელსაც აქვს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც უკვე განხილულია და მისი ამოღების ერთადერთი საფუძველი არის უმრავლესობის შიში, რომ ამ პარლამენტში არ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის სასამართლო სისტემაში წარსულში და დღეს არსებულ საშინელ ვითარებას? მზად ხართ, ბატონო სპიკერო, თქვენს უმრავლესობასთან ერთად გადაეფაროთ მთელ კლანს. 50 ხმა არის და იყო მთელი კვირის განმავლობაში. უნდა დაფიქრდეთ, როდესაც სანქციებზეა ლაპარაკი, რომ "კლანის" ნაწილია თითოეული მაღალჩინოსანი, ვინც ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას გადაეფარება“,- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა