ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ბოლნისის მერთან ერთად საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა.

როგორც ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბოლნისში, აღმაშენებლის ქუჩაზე, უკვე დასრულდა 9 მრავალსართულიანი ბინის ეზოში ასფალტის საფარის დაგება და მიმდინარეობს კიდევ 3 მრავალსარულიანი ბინის ეზოს მოწყობის სამუშაოები.

„პროექტის ფარგლებში: მოეწყო ასფალტ-ბეტონის 11 803 მ2 საფარი; ეზოებში დამონტაჟდა გარე განათება. შიდა ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურული მდგომარეობა. პროექტები ფინანსდება როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ბიუჯეტიდან და ღირებულება ჯამში 1 571 900 ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად სამუშაოები მისმა მოადგილემ, ილია ჯალაღანიამ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, მერის მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა