მამუკა მდინარაძე - იმისთვის ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის დასჯას, რომ საქართველოს არ უღალატა და არ დაჰყვა გარკვეული ძალების ნებას, დაბრუნებულიყო პოლიტიკაში და ქვეყანა ომში ჩაერთო

საქართველოს რომ არ უღალატა და არ დაჰყვა გარკვეული ძალების ნებას, რომ დაბრუნებულიყო პოლიტიკაში და ქვეყანა ომში ჩაერთო, ამისთვის ცდილობენ მის დასჯას და მის მიმართ დაწესებულია კონკრეტული დე-ფაქტო სანქციები, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე-ფაქტო სანქციები მას შემდეგ დაწესდა, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და საქართველო ამ ომში არ ჩაერთო.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ მან სამშობლოს არ უღალატა.

„ფაქტობრივი, დე-ფაქტო სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე დაწესებულია და ეს სანქციები შეეხება ორ მილიარდ დოლარს. დამატებით კითხვაზე, თუ რატომ ხდება ეს- იმიტომ, რომ სამშობლოს არ უღალატა. ეს არის ყველაზე მოკლედ და რეალური პასუხი, რომელიც გამომდინარეობს იმ ინფორმაციებიდან, რაც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ თქვენც, ჟურნალისტებმაც, საზოგადოებამაც უკვე კარგად იცის. უამრავი ახალი ამბავი გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, რა მეთოდებით ხდება დაბლოკვა ამ თანხების და ეს ხდება მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და საქართველო ამ ომში არ ჩაერთო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს