შალვა პაპუაშვილი უსუფაშვილს - ბატონო დავით, თუ თქვენს მანდატს და ქვეყანას უფრო სერიოზულად მიუდგებით და არა საბავშვო კონსტიტუციის დონეზე, მიხვდებით სად უნდა იდგეთ

თქვენს მანდატს უფრო სერიოზულად თუ მიუდგებით, მიხვდებით, სად უნდა იდგეთ, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ დავით უსუფაშვილს, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარეს 50 ოპოზიციონერი დეპუტატის ხელმოწერა და მოთხოვნა გადასცა საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არასერიოზულია პარლამენტში საბავშვო კონსტიტუციის გამოყენება.

„ბატონო დავით, თუ არ ვცდები, საბავშვო კონსტიტუციაა, რაც ხელში გიჭირავთ. ბატონო დავით, თქვენ თქვენს მანდატს თუ უფრო სერიოზულად მიუდგებით და თქვენ ქვეყანას თუ მიუდგებით უფრო სერიოზულად და არა საბავშვო კონსტიტუციის დონეზე, ვფიქრობ, თქვენც მიხვდებით, სად უნდა იდგეთ და თქვენი კოლეგებიც მიხვდებიან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - თუ დასავლეთმა სალომე ზურაბიშვილის პროექტი არ დაქოქა, პრობლემები ხელისუფლებას შეიძლება დაეწყოს არა არჩევნებამდე, არამედ არჩევნების შემდეგ
ოჯახური ძალადობა, სამუშაო ადგილებზე სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევა, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება და ბავშვთა უფლებების დარღვევა - რა შინაარსის ზარები ხორციელდება სახალხო დამცველის „ცხელ ხაზზე“
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი ამოქმედდა - რა სიახლეები შემოდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში?
ქართული პრესის მიმოხილვა 29.02.2024
„ფარმადეპოში“ გაზაფხულის ფასდაკლებები დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - აზარაშვილის გადაყენება არასაკმარისია - არამხოლოდ მე, არამედ მთელი ჯანდაცვა ვითხოვთ მისი დანაშაულებრივი ქმედებების სიღრმისეულ გამოძიებას!