შალვა პაპუაშვილი - ჩვენი წვლილი დასავლეთის ხელმძღვანელობით დაგეგმილ მისიებში ხშირად ბევრად აღემატებოდა ნატოს არაერთი წევრი ქვეყნის წვლილს

ჩვენი წვლილი დასავლეთის ხელმძღვანელობით დაგეგმილ მისიებში ხშირად ბევრად აღემატებოდა ნატოს არაერთი წევრი ქვეყნის წვლილს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წრს.

შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება კამპანიას, თითქოს საქართველო ნატოსთან არ თანამშრომლობს.

შალვა პაპუაშვილი აქვეყნებს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქვეყნების სიას, რომლის მიხედვითაც სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით საქართველო ნატოს 31 ქვეყნიდან უსწრებს 28 ქვეყანას, ხოლო პარტნიორი ქვეყნების სიაში პირველია.

,,საქართველო დასავლეთის ყველაზე ერთგული მოკავშირეა მშვიდობისა და დემოკრატიის უზრუნველყოფის მიზნით გლობალური წესრიგის განმტკიცების საქმეში. ჩვენი წვლილი დასავლეთის ხელმძღვანელობით დაგეგმილ მისიებში ხშირად ბევრად აღემატებოდა ნატოს არაერთი წევრი ქვეყნის წვლილს. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი შეუპოვრობით მოვემზადოთ და ვიბრძოლოთ, როცა ეს საჭიროა, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის”, - წერს შალვა პაპუაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო