სტეფან გრიგორიანი - თუ საქართველო რუსეთთან პოლიტიკურ თამაშებს გააგრძელებს, უნდა იცოდეთ, რომ ეს ქვეყანას ტერიტორიების დაკარგვად დაუჯდება

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებების პროცესში აშშ-ჩართვისა და პერსპექტივების შესახებ, ბაქოსა და ერევანს შორის მოლაპარაკებების დღის წესრიგზე, რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებსა და იმაზე, თუ რა გავლენას მოახდენს თურქეთში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობებზე, ასევე თუ როგორ ჩანს ერევნიდან საქართველოს საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები, ინტერპრესნიუსი გლობალიზაციისა და რეგიონული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს სტეფან გრიგორიანს ესაუბრა.

- ბატონო სტეპან, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობები საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება. მართალია, ეს ურთიერთობები მშვიდი სულაც არაა, მაგრამ, ფაქტია, რომ ამ პროცესში აქტიურად ჩაერთო აშშ-.

აშშ- სახელმწიფო მდივნის ინიციატივით ვაშინგტონში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეირფუნ ბაირამოვსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შორის შეხვედრა გაიმართა.

აშშ- ინიციატივით აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა რაზე მეტყველებს? რამდენად დიდია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტში ამერიკის მონაწილეობის პერსპექტივა?

- გასული წლის ოქტომბრიდან აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის კონფლიქტში ევროკავშირისა და აშშ როლი გაიზარდა. აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტში რუსეთის მთავარი როლში ყოფნა დაძლეულია. ეს კარგია, რადგან, თუ ყურადღებით დავაკვირდებით, როცა აზერბაიჯანსა და სომხეთის კონფლიქტში ევროკავშირი და აშშ აქტიურია, მაშინ მხარეებს შორის სამხედრო კონფლიქტი არ მიმდინარეობს.

როგორც კი მხარეებს შორის რუსეთის მომლაპარაკებლის ფუნქცია იზრდება, ჩვენ ვხედავთ ძალადობას, შეტევებს სომხეთის ტერიტორიაზე, სომეხი ჯარისკაცების მკვლელობას. სომხეთის ტერიტორიების მიტაცებას და ასე შემდეგ. ამიტომ მე მივესალმები იმას, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ამერიკაში გაემგზავრნენ და იქ აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

გასული წლის ოქტომბრიდან აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის კონფლიქტში ევროკავშირისა და აშშ როლი გაიზარდა. აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტში რუსეთის მთავარი როლში ყოფნა დაძლეულია

ერთი თვის წინ სომხეთის მინისტრი არარატ მირზოიანი მინისტრ ლავროვს ელაპარაკა და ამ მოლაპარაკებების შემდეგ აზერბაიჯანმა დაიწყო შეტევები სომხეთის ტერიტორიაზე.

ამით იმის თქმა მინდა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის მინისტრების ვაშინგტონში შეხვედრას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იმის გამო, რომ აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობებში ევროკავშირი და აშშ ერთვებიან, აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთზე ძალადობა არ ხდება.

იმის გამო, რომ მხარეებს შორის ბევრი ძველი და ახალი პრობლემური საკითხებია, ინტერესთა შორის განსხვავებებია, რა შედეგი ექნება ამ მოლაპარაკებებს, თქმა ძალიან ძნელია, მაგრამ, კარგია, როცა მხარეთა წარმომადგენლები მოლაპარაკებათა მაგიდას უსხედან და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული პრობლემების გადაწყვეტაზე მსჯელობენ.

- გავრცელდა ცნობა, რომ სომხეთმა უარმა თქვა მონაწილეობა მიიღოს ნატო- სამხედრო სწავლებებში.

თუ ერევანი მიესალმება აშშ- აქტიურად ჩართვასა და მონაწილეობას აზერბაიჯანულ-სომხეთის კონფლიქტში, სავარაუდოდ, რას შეიძლება უკავშირდებოდეს სომხეთის უარი მონაწილეობა მიიღოს ნატოს ეგიდით დაგეგმილ სამხედრო სწავლებებში?

- ჩემი აზრით, ასეთი სახით ინფორმაციის გავრცელება სომხეთის ხელისუფლების ცუდი კომუნიკაციის შედეგია. საქმე ისაა, რომ 2023 წელს სომხეთი ნატოს ორ სამხედრო სწავლებებში მიიღებს მონაწილეობას.

ერთ-ერთი სწავლება კოსოვოს უკავშირდება. სომხეთს იქ მშვიდობისმყოფელები ჰყავს და ჩვენ ამ სწავლებებში მივიღებთ მონაწილეობას. სომხეთი ნატო-ს ორივე სამხედრო სწავლებებში, რაშიც თქვა, რომ მიიღებს მონაწილეობას, მონაწილეობას მიიღებს.

რაც შეეხება ნატოს სამხედრო სწავლებას - „დამცველი-2023“-ს. ამ სწავლებებს ამერიკელები ევროკავშირის 10 ქვეყანაში ყოველწლიურად ატარებენ.

ჩემთვის გაუგებარია ვინ და რატომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთი ნატოს სწავლებებში მონაწილეობას არ მიიღებს... სომხეთი ნატო- ორივე სამხედრო სწავლებებში, რაშიც თქვა, რომ მიიღებს მონაწილეობას, მონაწილეობას მიიღებს

საქმე ისაა, რომ ამ სწავლებებში სომხეთს მონაწილეობა არასდროს მიუღია. ჩემთვის გაუგებარია ვინ და რატომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთი მასში მონაწილეობას არ მიიღებს. ჩემი აზრით, სომხეთი ნატოს ამ ტიპის სამხედრო სწავლებებშიც უნდა იღებდეს მონაწილეობას.

- ვიდრე ჩვენ აზერბაიჯან-სომხეთს შორის რთული ურთიერთობების დღის წესრიგის პრობლემურ ნაწილზე გავაგრძელებთ საუბარს, რადგან აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტში ამერიკის მონაწილეობაზე ბრძანეთ, ალბათ უპრიანი იქნება თუ საუბარს რუსეთ-სომხეთის გართულებული ურთიერთობების თემით გავაგრძელებთ.

იმის გათვალისწინებით, რომ ცოტა ხნის წინ სომხეთი შეუერთდა საერთაშორისო სასამართლოს, ანუ რომის სტატუტს, თქვენ როგორ შეაფასებდით ამ ეტაპზე რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებს?

- ახლა რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები ძალიან რთულია. იმიტომ რომ პუტინის რუსეთი მკაფიოდ პროთურქულ და პროაზერბაიჯანულ პოლიტიკას ატარებს. ყველა სადაო საკითხში, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებობს, რუსეთი აზერბაიჯანის მხარესაა.

ამის გამო სომხეთის საზოგადოებაში და სომხეთის პოლიტიკურ ელიტაში პუტინის რუსეთის მიმართ აშკარად კრიტიკული განწყობები ჭარბობს. ასეა, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში უამრავი ხალხია, ვინც რუსეთის აგენტურად ითვლება, ან დღესაც რუსეთის გავლენის ქვეშ იმყოფება.

26 აპრილს გაეროში გაიმართა კენჭისყრა საკმაოდ მნიშვნელოვან რეზოლუციაზე. მხედველობაში მაქვს გაეროსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის შესახებ რეზოლუცია. ამ რეზოლუციაში რუსეთ-უკრაინის ომზე, ასევე რუსეთ-საქართველოს ომზეა საუბარი. ამ რეზოლუციაში რუსეთი აგრესორად არის მოხსენიებული და მას მხარი სომხეთმაც დაუჭირა.

ახლა რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები ძალიან რთულია. იმიტომ რომ პუტინის რუსეთი მკაფიოდ პროთურქულ და პროაზერბაიჯანულ პოლიტიკას ატარებს. ყველა სადაო საკითხში, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებობს, რუსეთი აზერბაიჯანის მხარესაა

შარშან, როცა გაეროში სომხეთის დელეგაცია მსგავსი რეზოლუციების მიღებისას მხოლოდ თავს იკავებდა, ჩვენ სომხეთის წარმომადგენლობას ვაქებდით. წელს კი ასეთი რამ პირველად მოხდა, მხედველობაში მაქვს სომხეთის მხრიდან რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუციის მხარდაჭერა. სხვათა შორის, ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა ყაზახეთმა, ბრაზილიამ ინდოეთმა, ანუ ბრიქსში შემავალმა ქვეყნებმა.

ეს რატომ გავიხსენე, მხოლოდ იმიტომ რომ ამ ეტაპზე რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები ძალიან გართულებულია. ჩემი აზრით, რუსეთს მეღრის კორიდორზე მოსკოვის სრული კონტროლი უნდა. საუბარია იმ კორიდორზე, რომელსაც აზერბაიჯანელები ზანგეზურის კორიდორს უწოდებენ.

ეს კორიდორი უმნიშვნელოვანესი კორიდორია, მაგრამ სწორედ ამიტომ უნდათ რუსებს ამ კორიდორზე მხოლოდ მათ ჰქონდეთ კონტროლი. სომხეთი მზადაა რუსეთს ამ კორიდორის გზა გადასცეს გამოსაყენებლად, მაგრამ არა კონტროლისათვის, მაგრამ რუსეთი ამბობს, რომ ეს მას არ აწყობს. ცხადია ამას რუსეთი ეწინააღმდეგება.

კიდევ პრობლემა ისაა, რომ რუსეთს უნდა სომხეთმა დაკარგოს დამოუკიდებლობა. ამაზე რუსი პოლიტიკოსები ხშირად საუბრობენ. კერძოდ, იმაზე, რომ არანაირი სომხეთი არ არსებობს და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება.

ესაა მიზეზი იმისა, რომ რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ ასე ეხმარება აზერბაიჯანს. რუსეთი თვლის, რომ მისმა ამგვარმა ქცევამ უნდა აიძულოს სომხური საზოგადოება თავად თქვას უარი სომხეთის დამოუკიდებლობაზე. სომხეთის მიმართ რუსეთის ამგვარი პოლიტიკის გამო მოსკოვსა და ერევანს შორის წინააღმდეგობები ბუნებრივია რომ იზრდება.

- მიუხედავად სირთულეებისა, სავარაუდოდ, როგორ გამოიყურება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების დღის წესრიგის ყველაზე პრობლემური თემები?

- აზერბაიჯანს უნდა საბოლოოდ დაასრულოს ყარაბაღის პრობლემის არსებობა. ბაქოს ხედვა ასეთია - მათ უნდათ ყარაბაღელი სომხების ნაწილის დამორჩილება, დაუმორჩილებელი ნაწილის ყარაბაღის ტერიტორიებიდან განდევნა.

ბაქოს ხედვა ასეთია - მათ უნდათ ყარაბაღელი სომხების ნაწილის დამორჩილება, დაუმორჩილებელი ნაწილის ყარაბაღის ტერიტორიებიდან განდევნა

ასეთი გეგმების რეალიზაციის საქმეში ძალიან ჰგავს ერთმანეთს რუსული და აზერბაიჯანული მხარეების მოქმედების მეთოდები. განსხვავება იმაშია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ დიდ ომს აწარმოებს, ხოლო ჩვენს შემთხვევაში ისეთი დიდი ომი არაა.

- პრეზიდენტმა ალიევმა ყარაბაღში მცხოვრებ სომეხ მოსახლეობას აზერბაიჯანული მოქალაქეობის მიღება და მშვიდობიანად ცხოვრება შესთავაზა.

სომხურ საზოგადოებაში ყარაბაღელი სომხების მიმართ აზერბაიჯანის ამ შეთავაზებაზე დამოკიდებულება როგორია?

- სომხეთის საზოგადოების უდიდესი ნაწილი ყარაბაღის საკითხში სომხეთის პოლიტიკას აკრიტიკებს. მიუხედავად ამისა, საზოგადოების ასევე საკმაოდ დიდი ნაწილი თანახმაა ყარაბაღელ სომხებს ჰქონდეთ ურთიერთობა აზერბაიჯანთან. თავად ყარაბაღელებს აზერბაიჯანთან ურთიერთობის ცუდი გამოცდილება აქვთ და ამის გამო ეწინააღმდეგებიან აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის დამორჩილებას.

ასეა იმის გამო, რომ ყველგან ლაპარაკობენ ერთს და აკეთებენ მეორეს. ალიევი ამბობს მიიღეთ აზერბაიჯანის მოქალაქეობა და ჩვენ თქვენს უფლებებს პატივს ვცემთ, მაგრამ, თუ ასეა, გაუგებარია დღესაც რატომ იკავებენ აზერბაიჯანელები ყარაბაღში სომხურ სოფლებს? რატომ აწარმოებენ იმგვარ პოლიტიკას, რომ ისინი იძულებული არიან დატოვონ ის ტერიტორიები, სადაც საუკუნეებია ცხოვრობენ?

სამწუხაროდ, ჩვენში მიღებული პრაქტიკაა ერთ რამეზე ილაპარაკო, ხოლო მეორე მხრივ სულ სხვა რამ აკეთო. ეს ძალიან გავს იმას, რასაც პუტინი უკრაინაზე ამბობს. პუტინი ამბობს ჩვენ უკრაინაში ვებრძვით ფაშისტებს, მათთან ბრძოლას რომ დავასრულებთ, ყველაფერი კარგად იქნება.

ვთვლი, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან დიალოგი და საერთო ენის გამონახვა საჭიროა. ეს ისაა, რაც გადაარჩენს ჩვენს ქვეყნებს. სომხეთი ძალიან რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ დიალოგი და მოლაპარაკებები არა მარტო ჩვენ, არამედ აზერბაიჯანსაც გადაარჩენს რუსული იმპერიალიზმისგან

მიმაჩნია, რომ მხარეებს შორის დიალოგი უნდა არსებობდეს და მხარეებმა უნდა შეძლონ თანაცხოვრება, ეს პრობლემის გადაწყვეტის სწორი გზაა, მაგრამ ჩვენ არ უნდა მოვტყუვდეთ ამა თუ იმ განცხადების მოსმენისას.

მშვიდობაზე პუტინზე მეტად დღევანდელ მსოფლიოში არავინ არ ლაპარაკობს. იგი სულ მშვიდობაზე, მოლაპარაკებების აუცილებლობაზე ლაპარაკობს, მაგრამ, რეალურად რას აკეთებს უკრაინაში, ვხედავთ.

მიუხედავად ამისა, მეც ვთვლი, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან დიალოგი და საერთო ენის გამონახვა საჭიროა. ეს ისაა, რაც გადაარჩენს ჩვენს ქვეყნებს. სომხეთი ძალიან რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ დიალოგი და მოლაპარაკებები არა მარტო ჩვენ, არამედ აზერბაიჯანსაც გადაარჩენს რუსული იმპერიალიზმისგან.

- პრემიერმა ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა.

ვიცით, რომ ამ თემაზე სომხეთშიც აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ, თქვენი აზრით რა დრო დასჭირდება იმას, რომ სომხური საზოგადოებისთვის მისაღები იყოს ყარაბაღთან დაკავშირებით ბაქოს მიერ გაჟღერებული წინადადებები?

- იცით, მე სომხურ საზოგადოებაში რევანშისტულ განწყობებს ვერ ვხედავ, მაგრამ ვხედავ უკმაყოფილებას ყარაბაღთან დაკავშირებით ფაშინიანის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე.

საქმე ისაა, რომ ყარაბაღის საკითხში კომპრომისებია მოსაძებნი. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ამ თემაზე ამერიკული წინადადებები. ამერიკული წინადადებები სულაც არ უკავშირდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმებაზე ხელმოწერას. ეს შარლ მიშელის ინიციატივა იყო.

ამერიკელები ცდილობენ ყარაბაღის საკითხზე შეიქმნას საერთაშორისო ფორმატი. ვაშინგტონი თვლის, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა, მაგრამ, ყარაბაღის პრობლემების გადაჭრა უმტკივნეულო უნდა მოხდეს და გვთავაზობენ ასეთ ფორმატს - ბაქომ და სტეპანაკერტმა აწარმოონ ერთმანეთთან მოლაპარაკებები.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამერიკელები აზერბაიჯანელებს ეუბნებიან, თქვენ შეგიძლიათ ყარაბაღის პრობლემის ძალით გადაჭრა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში აზერბაიჯანი საერთაშორისო ასპარეზზე ბევრს დაკარგავს.

ამერიკელები ცდილობენ ყარაბაღის საკითხზე შეიქმნას საერთაშორისო ფორმატი. ვაშინგტონი თვლის, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა, მაგრამ, ყარაბაღის პრობლემების გადაჭრა უმტკივნეულო უნდა მოხდეს და გვთავაზობენ ასეთ ფორმატს - ბაქომ და სტეპანოკერტმა აწარმოონ ერთმანეთთან მოლაპარაკებები

ამიტომ ამერიკელები ყარაბაღის თემაზე საერთაშორისო ფორმატის შექმნას გვთავაზობენ. შუამავლები შეიძლება იყვნენ ამერიკელები, ფრანგები ან კიდევ სხვა ქვეყნები.

გასაგებია, რომ რომელიმე ქვეყნის შუამავლობას არ დათანხმდება აზერბაიჯანი, რომელიღაც ქვეყნის შუამავლობას არ დათანხმდება სომხეთი, მაგრამ ვფიქრობ, ვინც არ უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში, ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის მოლაპარაკებების დაწყება კარგი იქნებოდა. ვფიქრობ, ასეთი ფორმატის არსებობის შემთხვევაში სომხური საზოგადოება უფრო იოლად მიიღებდა სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას.

მესმის, რომ ახლა ბაქო ძლიერია და თვლის, რომ შეუძლია ძალის გამოყენებით პრობლემების გადაჭრა, მაგრამ ამის ფასი იქნება ორივე მხრიდან დაღუპული ხალხი, ნგრევა და ათასობით ადამიანების უბედურება. ეს კი არის ის, რის წინააღმდეგიც მე ვარ. ომი არავისთვის კარგი არ იქნება.

- მალე თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. ფაქტია, რომ აზერბაიჯან - სომხეთის დაპირისპირებაში თურქეთმა და პრეზიდენტმა ერდოღანმა განსაკუთრებული როლი შეასრულა.

სავარაუდოდ, როგორ აისახება თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობებზე? ვგულისხმობ ორივე შემთხვევას, როგორც ერდოღანის გამარჯვებას, ისე დამარცხებას?

- ერდოღანის მთავარი ოპონენტები ქემალისტები არიან. თუ თურქეთის ხელისუფლებაში ქემალისტები მოვლენ, თურქეთის საგარეო პოლიტიკა მკაფიოდ პროდასავლური იქნება. ქემალიტების გამარჯვების შემთხვევაში ანკარის ინტერესი აზერბაიჯანის მიმართ უფრო ნაკლები იქნება. თურქეთის თამაშები რუსეთთან დასრულდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თურქეთის მხარდაჭერა აზერბაიჯანის მიმართ მკვეთრად შემცირდება.

თუ ქემალისტებმა არჩევნებში გაიმარჯვეს, ანკარის თანამშრომლობა რუსეთთან დასრულდება. საქმე იმაშია, რომ ახლა თურქეთი აზერბაიჯანის მხარესაა დასავლეთის წინააღმდეგ. თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებს რთული არქიტექტურა აქვს, მაგრამ ფაქტია ისაა, რომ თურქეთი რუსეთთან თანამშრომლობს აქტიურად.

თუ ქემალისტებმა გაიმარჯვეს და ერდოღანი დამარცხდა, ასეთ შემთხვევაში ილჰამ ალიევი რუსეთის ღია მხარდაჭერას დაკარგავს. ამ არჩევნების თავისებურება კიდევ იმაშია, რომ პრეზიდენტ ერდოღანის ოპონეტების გამარჯვების შანსები დაბალია. მის ოპონენტებს შორის არ არიან პოლიტიკური ფიგურები, რომლებსაც შეუძლიათ ერდოღანისთვის კონკურენციის გაწევა.

თუ ქემალისტებმა გაიმარჯვეს და ერდოღანი დამარცხდა, ასეთ შემთხვევაში ილჰამ ალიევი რუსეთის ღია მხარდაჭერას დაკარგავს. ამ არჩევნების თავისებურება კიდევ იმაშია, რომ პრეზიდენტ ერდოღანის ოპონენტებს გამარჯვების შანსები დაბალია. მის ოპონენტებს შორის არ არიან პოლიტიკური ფიგურები, რომლებსაც შეუძლიათ ერდოღანისთვის კონკურენციის გაწევა

ოპოზიციაზე ქურთების გავლენა საკმაოდ დიდია, მაგრამ ერდოღანის მთავარი ოპონენტები ქემალისტები არიან.

- საუბრის დასაწყისში ბრძანეთ, რომ სომხეთში რუსული გავლენა იგრძნობა. მეტიც თქვით, რომ ღია პრორუსული იდეოლოგიის პოლიტიკური ფიგურები გააქტიურებული არიან.

თუ საქართველოს შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს მიადევნებთ თვალს, მკაფიოდ ჩანს, რომ პრორუსული განწყობების პოლიტიკური ძალები საქართველოშიც გააქტიურებული არიან.

ერევნიდან როგორ ჩანს ბოლო დროს საქართველოს შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები?

- ჩემი აზრით, საქართველოს ევროპული პერსპექტივის გარდა, სხვა ალტერნატივა არ აქვს. რუსეთთან საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი თამაშები ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვას გამოიწვევს. მე ძალიან მიყვარს საქართველო და ამიტომ ამ თემაზე მინდა გავაფრთხილო ქართული პოლიტიკის აქტორები.

საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა. საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი გაქვს რომ ქვეყანას უნდა ევროკავშირი და ნატო და ამ გზას უნდა მიჰყვეთ. რუსეთთან თამაშები სომხეთს ტერიტორიების დაკარგვის გარდა, უამრავი ადამიანის სიცოცხლე დაუჯდა.

რუსეთთან საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი თამაშები ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვას გამოიწვევს. მე ძალიან მიყვარს საქართველო და ამიტომ ამ თემაზე მინდა გავაფრთხილო ქართული პოლიტიკის აქტორები

იმის გამო რომ სომხურ საზოგადოებაში საკმაოდ ბევრი პრორუსული განწყობები ადამიანია, პრემიერ ფაშინიანსაც მოუწია რუსეთთან გარკვეული თამაშების წარმოება, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანამ ტერიტორიებიც დაკარგა, რასაც უამრავი ადამიანი შეეწირა. ძალიან არ მინდა, რომ ასეთი სცენარი საქართველოშიც განმეორდეს.

თუ საქართველო რუსეთთან პოლიტიკურ თამაშებს გააგრძელებს, უნდა იცოდეთ, რომ ეს ქვეყანას ტერიტორიების დაკარგვად დაუჯდება. მოვლენათა ასეთი სცენარით განვითარების უამრავი საბაბი არსებობს, მაგრამ მთავარი გახლავთ ის, რომ რუსეთი ვერ იტანს იმ ქვეყნებს, სადაც დემოკრატიის ხარისხი მაღალია და სადაც ხელისუფლებები არჩევნების გზით იცვლებიან. ასეთი რამ რუსეთში არც პუტინს და არც მის გარემოცვას არ და ვერ წარმოუდგენია. ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს. ამიტომ რუსეთთან ნებისმიერი ტიპის თამაშები ცუდად სრულდება.

რუსეთი ვერ იტანს იმ ქვეყნებს, სადაც დემოკრატიის ხარისხი მაღალია და სადაც ხელისუფლებები არჩევნების გზით იცვლებიან. ასეთი რამ რუსეთში არც პუტინს და არც მის გარემოცვას არ და ვერ წარმოუდგენია. ჩვენ ეს უნდა გვემოდეს. ამიტომ რუსეთთან ნებისმიერი ტიპის თამაშები ცუდად სრულდება

ამის კლასიკური მაგალითია მოლდოვა. პრეზიდენტი სანდუ დაიღალა რუსეთთან თამაშებით, მაგრამ, რუსეთს უარი არ უთქვამს დნესტრისპირეთზე. ახლა მოლდოვამ მკაფიოდ დასავლური გზა აირჩია. შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს, გააძევა რუსი დიპლომატები.

რუსეთთან თამაშებს აზრი იმიტომ არ აქვს, რომ რუსეთისთვის მიუღებელია სსრკ-ს ყოფილი რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. იგი არ მალავს თავის მიზნებს რომ უნდა სსრკ-ს მსგავსი გაერთიანების შექმნა.

ამიტომაცაა რომ მოსკოვში ვერ იტანენ იმ ხელისუფლებებს, რომლებიც ყოფილ რესპუბლიკებში დემოკრატიულად არიან არჩეული. ამიტომაა რომ ვამბობ - რუსეთთან პოლიტიკური და ეკონომიკურ-ფინანსური თამაშები სახიფათოა.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა