ქუთაისში „ქუთაისქალაქობა 2023“ აღინიშნა

ქუთაისში „ქუთაისქალაქობა 2023“ აღინიშნა. სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში, მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა მრავალფეროვანი ღონისძიებები. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქალაქის დღის საზეიმო აღნიშვნა, ტრადიციულად, ბაგრატის ტაძრიდან დაიწყო, სადაც სასულიერო პირებმა ქუთაისი დალოცეს.

ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა პატივი მიაგეს სამი ოთარის - ოთარ სულაბერიძის, ოთარ მამფორიას და ოთარ ქორქიას ხსოვნას.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა ქუთაისთან დაძმობილებული ქალაქების ოფიციალური დელეგაციების მიღება.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიფუნქციურ ცენტრში გაიხსნა საერთაშორისო გამოფენა "ქარავან არტ ფორუმი" .

როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და ბულვარში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოფენა- გაყიდვები, კონცერტები, სპორტული და საბავშვო აქტივობები.

მესხიშვილის თეატრში გაიმართა საპატიო ქუთაისელების დაჯილდოება და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით.

„ქუთაისქალაქობა 2023“ უეფას 21 წლამდე ჩემპიონატის თასის წარდგენით და თბილისის ბიგ ბენდის გალა-კონცერტით დასრულდა.

"დღესასწაული "ქუთაისქალაქობა 2023" შედგა. საინტერესო , ემოციური და მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღვნიშნეთ ეს დღე, უამრავ სტუმარს ვუმასპინძლეთ.

მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც თავის წვლილი შეიტანა "ქუთაისქალაქობის" ღირსეულად აღნიშვნაში“, - განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს