სახალხო დამცველი გორის სოციალურ საცხოვრისში იმყოფებოდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გორის სოციალურ საცხოვრისში იმყოფებოდა, სადაც 300-მდე ადამიანი ცხოვრობს. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახალხო დამცველი შეხვდა საცხოვრისის მცხოვრებლებს, მათ პირობებს გაეცნო და შენობა დაათვალიერა.

„შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ უფრო რთული მდგომარეობა, ვიდრე დღეს გორის სოციალურ საცხოვრისში ვნახე, არსად შემხვედრია. შენობაში სველი წერტილებიც კი არ არის და ასეთ პირობებში უწევთ ცხოვრება ამ ოჯახებს, მათ შორის, ბავშვებს და შშმ პირებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მთავრობამ ადგილობრივმაც და ცენტრალურმაც გამონახოს სახსრები და ეს ადამიანები ნორმალურ პირობებში დაასახლოს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში განთავსებულ გორის სოციალურ საცხოვრისში 80-მდე ოჯახი ცხოვრობს.

„საცხოვრისს არ აქვს საკანალიზაციო და სადრენაჟო სისტემები; არ არის მოწყობილი სამზარეულო და ინდივიდუალური სველი წერტილები. მცხოვრებლებს ხელი არ მიუწვდებათ სუფთა წყალზე, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის მობინადრეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

გორის სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები მოქალაქეების მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი შიდა ქართლის გუბერნატორს მიხეილ შაყულაშვილს შეხვდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა