სერგო ჩიხლაძე - მთავარია პარტიების გამსხვილება მოხდეს, რომ არცერთი ხმა არ დაიკარგოს და „ქართული ოცნება“ მარცხდება - ვფიქრობ, ამ კონგლომერაციების ჩამოყალიბება შემოდგომამდე მოხდება

მთავარია გამსხვილებები მოხდეს, რომ არცერთი ხმა არ დაიკარგოს და „ქართული ოცნება“ მარცხდება - „სტრატეგია აღმაშენებელს“ ასეთი წითელი ხაზები არ აქვს, რომ „აი, იმასთან შევქმნი ერთობას, ვიღაცასთან არ შევქმნი“, მაგრამ ზოგს უფრო ხისტი პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“, ოპოზიციურ ერთობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რა ფორმატიც არ უნდა იყოს ოპოზიციური პარტიების იდენტობის აღრევა და დაკარგვა არ მოხდება.

„ჯამურად ოპოზიციის ხმები უფრო მეტია, ვიდრე „ქართული ოცნების“, შესაბამისად, არცერთი ხმა არ უნდა დაიკარგოს. ბევრი პარტიაა, რომელთაც შეიძლება ვერ გადალახონ ბარიერი და ეს იქნება დაკარგული ხმები, რომელიც წავა ისევ „ქართული ოცნებისკენ“, ამიტომ ჩვენ მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ ამ ხმების, რომ პრაგმატულად ხმები არ დაიკარგოს. მეტი დამაჯერებლობა აქვს და ხმას აძლევენ უფრო წონად და დიდ ძალებს, ამიტომ ეს გამსხვილება მეორე პრაგმატულ მიზანსაც ემსახურება, რომ იყოს მსხვილი ცენტრი. რამდენი ცენტრი იქნება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ერთი, ორი, თუ სამი, ამისთვის არის ჯერ კიდევ დრო, ამაზე ჩამოყალიბდება ოპოზიციური სპექტრი. ჩვენ ერთ-ერთმა პირველმა დავიწყეთ გამსხვილებისკენ სვლა, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს არის სწორი როგორც პრაგმატულად, ასევე რუსული რეჟიმის დემონტაჟისთვის ქვეყანაში. „სტრატეგია აღმაშენებელს“ ასეთი წითელი ხაზები არ აქვს, რომ „აი, იმასთან შევქმნი ერთობას, ვიღაცასთან არ შევქმნი“, მაგრამ ზოგს უფრო ხისტი პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ასეთი ხისტი პოზიცია არ გვაქვს. კიდევ არის დრო სივრცე და ველი სადისკუსიოდ და სხვადასხვა ვარიანტის გასაზომად და დასადგენად და მე ვფიქრობ, რომ შემოდგომამდე მოხდება ამ კონგლომერაციების ჩამოყალიბება, ოღონდ რა ფორმატიც არ უნდა იყოს იდენტობის აღრევა და დაკარგვა არ იქნება, უბრალოდ იქნება შემკრები ძალა.

მთავარია გამსხვილებები მოხდეს, რომ არც ერთი ხმა არ დაიკარგოს და „ქართული ოცნება“ მარცხდება. ყველა კვლევა ამას ამბობს, ერთადერთი NDI-ის კვლევაში აღმოჩნდა, რომ ოპოზიციური ამომრჩეველიც კი, „ქართულ ოცნებას“ ირჩევს“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო