„ფერი ვაინსი“ ქართული ღვინის ტრადიციის ახლებურად განვითარებას აგრძელებს

სამი სახის ღვინო და სამი განსხვავებული გემო, რომელშიც ღვინის დაყენების ქართული ტრადიცია და თანამედროვე ტექნოლოგია ერთდროულად იგრძნობა - ეს „ფერი ვაინსია“, რომელიც ბაზარზე 2021 წელს ახალი და საინტერესო კონცეფციით გამოჩნდა.

ბრენდის მიზანია, ქართული ღვინო ახალგაზრდების ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტად დაამკვიდროს და სხვადასხვა შეკრებისა და დღესასწაულის ნაწილად აქციოს. მისი სამი სახეობის ღვინის გემო და ორიგინალური შეფუთვაც სწორედ ამაზე მეტყველებს:
- ღვინო ყვითელი ეტიკეტით, რქაწითელის ჯიშის ყურძნისგანაა დამზადებული, ეს თეთრი, მშრალი ღვინო გამოირჩევა ცოცხალი მჟავიანობითა და მსუბუქი გემოთი. მასში იგრძნობა ციტრუსის, ყვითელი ხილისა და ყვავილების არომატები.
- ღვინო ვარდისფერი ეტიკეტით კი საფერავის ჯიშის ყურძნისგანაა დაყენებული და ასევე ცოცხალი მჟავიანობითა და რბილი გემოთი გამოირჩევა. რაც შეეხება მის არომატებს, ეს არის ვარდი, შინდი, კენკრა და ყვავილები.
- ღვინო იასამნისფერი ეტიკეტით დაყენებულია საფერავის ჯიშის ყურძნისგან და მასში იგრძნობა ქლიავის, იასამნისფერი ხილისა და კენკრის არომატები. რაც შეეხება გემოვნურ თვისებებს, ის ცოცხალი მჟავიანობითა და სირბილით გამოირჩევა.

„ფერი ვაინსის“ გამორჩეული გემო და შეფუთვა ქართულ ბაზარზე სწრაფად ხდება პოპულარული. ადგილობრივი მომხმარებლის გარდა, ის ინტერესით სარგებლობს ტურისტებშიც. კომპანია დაარსების დღიდან სწრაფად განვითარდა და თუ 2021 წელს 600 ბოთლის წარმოებით დაიწყო, 2023 წლისთვის წარმოებული ბოთლების რაოდენობა 15 000 გახდა.
კომპანიის მიზანია, თავისი გამორჩეული პროდუქტი ღვინის მოყვარულებამდე მიიტანოს როგორც მარტივი, საინტერესო, ყველასთვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სასმელი.

„ჩვენ ვცდილობთ, მომხმარებელს სრული თავისუფლება მივანიჭოთ. ვცდილობთ ჩვენი ღვინის გასინჯვის შემდეგ ისუნთქონ და არა სუნთქვა შეეკრათ იმის გამო, რომ რამე არ იციან ღვინოსთან დაკავშირებით ან რომელიმე არომატს ვერ აღმოაჩენენ“, - განმარტავენ „ფერი ვაინსში“.
(R)

























