ლევან ხაბეიშვილი - ვყალიბდებით იმაზე, რა გზით უნდა იაროს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს და საბოლოოდ, რუსი ოლიგარქის რეჟიმის დამარცხებას მივაღწიოთ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ირაკლი ნადირაძე და პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, სულხან სიბაშვილი დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში თბილისის ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას, პოლიტპატიმრებს, პარტიის გაძლიერების გზებს, შიდაპარტიულ არჩევნებს, ქვეყანაში და თბილისში მიმდინარე საკითხებს.

„დასავლეთ საქართველოს პარტიის თავმჯდომარეების შემდეგ, შევხვდით აღმოსავლეთის რაიონებში პარტიის თავმჯდომარეებს, ვემზადებით არჩევნებისთვის. ცხადია, ვხვდებით დედაქალაქში ჩვენს ამომრჩეველს, ლიდერებს, დამკვირვებლებს, იმ ადამიანებს, ვინც წარმოადგენენ „ნაციონალურ მოძრაობას“ თბილისში. ასევე ვსაუბრობთ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების მნიშვნელობაზე, მისი სიცოცხლის გადარჩენაზე, პარტიის გაძლიერების გზებზე, სტრატეგიაზე. ერთობლივად ვყალიბდებით იმაზე, თუ რა ფორმით, რა გზით უნდა იაროს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომ კიდევ უფრო გაძლიერებული, ჯანსაღი იყოს და საბოლოოდ, რუსი ოლიგარქის რეჟიმის დამარცხებას მივაღწიოთ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

„ვაგრძელებთ აქტიურ შეხვედრებს თბილისის ორგანიზაციის წევრებთან და მის მხარდამჭერებთან, ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილზე, პოლიტპატიმრებზე, ქვეყანაში და თბილისში მიმდინარე საკითხებზე, პარტიის გაძლიერებაზე. რა თქმა უნდა, თბილისი უნდა იყოს ის, ვინც გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.

„დღეს შევხვდით პარტიის აქტივს, მხარდამჭერებს, ვისაუბრეთ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, პარტიის გეგმებზე. ძალიან ინტერაქციული იყო შეხვედრა, ყველას საინტერესო იდეები მოდის, თუ როგორ უნდა განვითარდეს პარტია და ჩვენ გავაგრძელებთ შეხვედრებს თბილისის ორგანიზაციასთან“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სულხან სიბაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა