მარნეული-სადახლოს გზაზე, მიკროავტობუსისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

მარნეული -სადახლოს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სატვირთო მიკროავტობუსი და „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.

ავარიის შედეგად გარდაიცვალა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. ასევე, დაშავდა ერთი პირი.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, სახანძრო სამაშველო და პოლიცია.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025