„სილქ უნივერსალის“ ექსკლუზივი - 2023 მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში

ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატს 7-დან 14 მაისის ჩათვლით დოჰა/კატარი მასპინძლობს. სპორტის მოყვარულებს, 12 ყველაზე ძლიერი ქართველი სპორტსმენის გულშემატკივრობა, ექსკლუზიურად არხზე „სილქ უნივერსალი“ შეეძლებათ.
ტრადიციულად მსოფლიო პირველობაზე თითო წონით კატეგორიას, თითო საშეჯიბრო დღე ეთმობა:
- 7 მაისი - გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ)
- 8 მაისი - ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ)
- 9 მაისი - ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ)
- 10 მაისი - ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ), ეთერ ასკილაშვილი (-63 კგ)
- 11 მაისი - ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური (-90 კგ)
- 12 მაისი - ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ)
- 13 მაისი - გურამ თუშიშვილი (+100 კგ), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ)
გუნდურ ასპარეზობაში მონაწილეობას საქართველო 14 მაისს შეძლებს.
არხით „სილქ უნივერსალი“ SilkTV-ის ნებისმიერი პაკეტის მომხმარებელი სარგებლობს.. ამავე დროს, სპორტის მოყვარულს შეუძლია ჩემპიონატის თვალის მიდევნება სხვადასხვა მოწყობილობით, ინტერნეტის გახარჯვის გარეშე, თუ აპლიკაცია Silk Go ჩამოტვირთავს. უგულშემატკივრეთ ქართველ ათლეტებს სმარტფონით, პლანშეტით, პერსონალურ კომპიუტერით #სადაცარუნდაიყო. ასევე ნახეთ SilkGo-ს ტრანსლაციები სმარტ-ტელევიზორებში.
(R)

























