დავით გაბაიძე - დღეს გენიალურ ქართველ პოეტს, ჩვენი კუთხის საამაყო შვილს, არაერთი პოეტური შედევრის ავტორს, ზურაბ გორგილაძეს 86 წელი შეუსრულდებოდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე პოეტ ზურაბ გორგილაძის 86 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ხელისუფლების, მწერალთა ეროვნული კავშირის აჭარის ორგანიზაციისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად პოეტის საფლავზე მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

დავით გაბაიძის განცხადებით, ზურაბ გორგილაძის გამორჩეული პოეზია ეროვნული საგანძურია.

„გენიალურ ქართველ პოეტს, ჩვენი კუთხის საამაყო შვილს, არაერთი პოეტური შედევრის ავტორს, ზურაბ გორგილაძეს 86 წელი შეუსრულდებოდა. მისი გამორჩეული პოეზია ეროვნული საგანძურია. სიტყვაკაზმული ლექსები, რომელიც ძირძველი ქართული დიალექტითაა გამთბარი, დღესაც აღაფრთოვანებს პოეზიის მოყვარულებს და თაობებს გადაეცემა“, - აღნიშნა დავით გაბაიძემ.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა