„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები ჩოლოქის ხიდიდან ბათუმისკენ მსვლელობას გამართავენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები ჩოლოქის ხიდიდან ბათუმისკენ მსვლელობას გამართავენ

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლოქში, ცენტრალურ ხიდთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები იკრიბებიან.

როგორც ქობულეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა კომახიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, პარტიის წევრები მხარდამჭერებთან ერთად, 19 წლის წინ, აჭარის რუსული მარწუხებისგან გათავისუფლებას აღნიშნავენ.

მისივე თქმით, ჩოლოქის ხიდთან შეკრებილები აქცია-მსვლელობას ბათუმის მიმართულებით გააგრძელებენ.

„დღეს არის რუსული მარწუხებისგან აჭარის გათავისუფლების დღე. დღე, როდესაც აჭარა დაუბრუნდა დანარჩენ საქართველოს. სწორედ ამ დღიდან დაიწყო აჭარის აღმშენებლობა. ამ მნიშვნელოვან თარიღს აღვნიშნავთ. თარიღთან დაკავშირებით, სიმბოლურად შევიკრიბეთ ჩოლოქში, სადაც მსვლელობას მოვაწყობთ და ბათუმში დავასრულებთ. ბათუმში გამოფენას მოვაწყობთ, 19 წლის წინანდელი ფოტოების, ამით ახალგაზრდებს გავახსენებთ რა ხდებოდა 19 წლის წინ აჭარაში, როგორ შეუერთდა ის დედა სამშობლოს”, - განაცხადა ლაშა კომახიძემ.