ლევან ხაბეიშვილი - ქუთაისის სოციალური საცხოვრებლის რეაბილიტაციაში „რუსულმა ოცნებამ“ ოთხი მილიონი ლარი გაფლანგა, აუდიტის დასკვნით კი, ორი მილიონი ლარი ოფიციალურად გამქრალია

ქუთაისის სოციალური საცხოვრებლის რეაბილიტაციაში „რუსულმა ოცნებამ“ ოთხი მილიონი ლარი გაფლანგა, აუდიტის დასკვნით კი, ორი მილიონი ლარი ოფიციალურად გამქრალია, - აღნიშნულის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა,

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი, ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრთან, კახა გაბუნიასთან ერთად ნიკეას დასახლებაში, ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეხვდა.

„რუსულ ოცნებას“რომ ჰკითხოთ, ქუთაისში სოციალური საცხოვრებელი მათ გაარემონტეს, ოთხი მილიონი ლარი დახარჯეს, თუმცა წყალი ჩამოდის. 80-მდე ოჯახს უკიდურესად მძიმე მდგომარეობა აქვს ამ შენობაში, სადაც „რუსულმა ოცნებამ“ ქუთაისში ოთხ მილიონ ლარზე მეტი ბიუჯეტიდან აიღო და ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაფლანგეს, ოღონდ ამას მე კი არ ვამბობ, რომ გაიფლანგა, არამედ აუდიტმა დაწერა დასკვნა, რომ ორი მილიონი ლარი ოფიციალურად არის გამქრალი. მიუხედავად იმისა, რომ 3-4 წელია, რაც ეს დასკვნა დადო აუდიტმა, პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია და ამ ოთხი წლის განმავლობაში ამ ადამიანებს, რომ აწვიმთ და ათოვთ, ზამთარში, რომ ვერ თბებიან, ნესტი არის და გაუსაძლის მდგომარეობაში უწევთ ცხოვრება, არც ამ ხალხისთვის იცვლება არაფერი, ელემენტარულ საცხოვრებელ პირობებს წლიდან-წლამდე იხვეწებიან. ცხადია, ჩვენ დაინტერესებული ვართ ამ საქმით. პროკურატურას დამატებითი გამოძიებისთვის მივმართავ და მოვუწოდებ ე.წ მერს, რომ ამ ადამიანების პრობლემებით დაინტერესდეს და სასწრაფოდ იქნას მოგვარებული პრობლემა, რაც უკავშირდება სახურავს, ნესტს და არაადამიანურ გარემოს ამ სოციალურ საცხოვრებელში“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

აღნიშნულ პრობლემაზე ისაუბრა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კახა გაბუნიამ.

„ეს პრობლემა უკვე მრავალი წელია არის ქუთაისის სოციალურ საცხოვრებელში. ხან წყალი ჩამოდის, ხან ელექტროენერგია არ არის და საერთო ჯამში საშინელი პირობებია. სახელმწიფო აუდიტის დასკვნაც დაიდო და ეს შენობა უკვე სახიფათოა . ეს ადამიანები რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიყვანონ. ჩვენ რეალურად ვუყურებთ ამ ხელისუფლების სახეს, ეს არის ხელისუფლება, რომელსაც ხალხის ბედი არ აინტერესებს, არ აინტერესებს ვინ როგორ საზრდოობს, ვინ როგორ მოქმედებს, ვინ როგორ დადის, ოღონდ თვითონ ისხდნენ შავ ჯიპებში, იყვნენ კომფორტულად კაბინეტებში, აკეთონ ფულები და გაიზარდონ თავიანთი ჯიბეები, ეს არის ამათი რეალური სახე, რასაც დღეს ვუყურებთ“, - განაცხადა კახა გაბუნიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს