„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ჩოლოქის ხიდთან აქცია-პერფორმანსი გამართეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ჩოლოქის ხიდთან აქცია-პერფორმანსი გამართეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ასლან აბაშიძის რეჟიმის დასრულების 19 წლისთავი დღეს ქობულეთში ჩოლოქის ხიდთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა აქცია-პერფორმანსით აღნიშნეს.

როგორც აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის საკრებულოს წევრმა, ლაშა კომახიძემ განაცხადა, 6 მაისს, მიხეილ სააკაშვილმა თავის გუნდთან ერთად აჭარა დანარჩენ საქართველოს დაუბრუნა და სწორედ იმ დღიდან დაიწყო აჭარის აღმშენებლობა.

„აქ ახალგაზრდებთან ერთად არიან ასაკოვანი ადამიანები, რომლებსაც კარგად ახსოვს, რას წარმოადგენდა ჩოლოქის ხიდი დანარჩენი საქართველოსა და აჭარისათვის უნებართვოდ, კრემლის ნებართვის გარეშე და ასლან აბაშიძის ნებართვის გარეშე აქ ადამიანები თავისუფლებად ვერ გადაადგილდებოდნენ. მიხეილ სააკაშვილმა თავის გუნდთან ერთად 6 მაისს აჭარა დაუბრუნა დანარჩენ საქართველოს და სწორედ იმ დღიდან დაიწყო აჭარის აღმშენებლობა. ძალიან კარგად ვიცით, ვხედავთ ჩვენი თვალით და ვაფასებთ ბათუმის საოცრებას, აჭარის საოცრებას, თუ რა შექმნა მიხეილ სააკაშვილმა და ლევან ვარშალომიძემ“, - განაცხადა ლაშა კომახიძემ.

„ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია“ - 19 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა ეს სიტყვები წარმოთქვა. ასლან აბაშიძის რეჟიმის დასრულების წლისთავი დღეს ქობულეთში ჩოლოქის ხიდთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა აქცია პერფორმანსით აღნიშნეს.

2004 წელს ცენტრალური ხელისუფლებისგან თავისუფლების დაცვის მოტივით აჭარაში შესასვლელი ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდები ააფეთქეს“, - აცხადებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.