მედეა მეტრეველი - ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი სასწრაფო რეაბილიტაციას და გამაგრებით სამუშაოებს საჭიროებს - წლებია ვერ ხერხდება უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლის გადარჩენა, რომელიც ხელისუფლების გულგრილობას და არაკომპეტენტურობას ეწირება

"ლელოს" ლიდერი, მედეა მეტრეველი სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ადგილზე "ლელოს" ლიდერი ივანე ჯავახიშვილის შვილიშვილთან, თარხუჯ ჯავახიშვილთან ერთად ჩავიდა.

"დიდი ქართველი მეცნიერის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი სასწრაფო რეაბილიტაციას და გამაგრებით სამუშაოებს საჭიროებს. სამწუხაროდ, ეს პრობლემა მუზეუმს წლებია უდგას და ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, უკვე ვიზიტორებისთვისაც, მათ შორის მოსწავლეებისთვის, რომლებიც ხშირად სტუმრობენ სახლ-მუზეუმს, საშიშროებას წარმოადგენს. ამაზე მეტყველებს დაზიანებული საძირკველი და კედლები. პრობლემა კარგად არის ცნობილი როგორც კულტურის სამინისტროსთვის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, თუმცა, წლებია ვერ ხერხდება უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლის გადარჩენა, რომელიც ეწირება ხელისუფლების გულგრილობას და არაკომპეტენტურობას. აღნიშნული პრობლემა სისტემური ხასიათისაა და არაერთი მემორიალური მუზეუმი ქვეყნის მასშტაბით საჭიროებს გადარჩენას", -განაცხადა მედეა მეტრეველმა.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა