„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი - ხელვაჩაურში წყლის სისტემებზე "ქართულმა ოცნებამ" 21 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, მაგრამ მუნიციპალიტეტის ნახევარს წყალი არ აქვს

ხელვაჩაურში წყლის სისტემებზე "ქართულმა ოცნებამ" 21 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, მუნიციპალიტეტის ნახევარს წყალი არ აქვს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მიშა ბოლქვაძემ სოფელ ყოროლისთავის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბოლქვაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, რაც შეიძლება მალე მოუგვარონ მოსახლეობას პრობლემები.

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ 2013 წლიდან დღემდე 21 463 671 ლარი დახარჯა ტერიტორიის წყალმომარაგებაზე, აქედან 3 146 525 ლარი დახარჯულია ორთაბათუმის თემში, სამუშაოები არახარისხიანად და ფასადურადაა შესრულებული, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს დღემდე არ მიეწოდება სასმელი წყალი.

დღეს ვიმყოფებით ორთაბათუმში სოფელ ყოროლისთავში, სადაც მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება და თუ მიეწოდება ეს წყალი უხარისხოა.

მინდა მივმართო რუსულ ოცნებას და მათ მმართველებს: მეგობრებო, ასე არ გამოვა! თქვენ ხელი შეაწმინდეთ კომპანიის უფროსს, ჩვენ კი ვიცით, გამოძიება როგორც წავიდა, სად არის ყოფილი მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, ვინც ხელმძღვანელობდნენ ამ კორუფციულ გარიგებებს. მოგიწოდებთ, სანამ ხელისუფლებაში ხართ, მოქალაქეებს მიაქციეთ ყურადღება, რაც შეიძლება სწრაფად მოუგვარეთ ყოფითი ყოველდღიური პრობლემები“, - განაცხადა მიშა ბოლქვაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა