საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მალტის რესპუბლიკაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მალტის რესპუბლიკაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში ქართულ დიასპორასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე დიასპორის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებასა და იმ პროგრამებზე ისაუბრეს, რაც ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება.

„ჩვენმა თანამემამულეებმა დელეგაციის წევრებს გაუზიარეს საინტერესო საკითხები, თავიანთი ცხოვრების პირობები, პრობლემები, სირთულეები, რასაც აწყდებიან. შეხვედრის დროს ბევრი საინტერესო და პრაქტიკული საკითხი გამოიკვეთა. მაგალითად, მალტაზე საკვირაო სკოლის გახსნის აუცილებლობა, დიასპორის წარმომადგენლებისთვის სტაჟირება საქართველოს პარლამენტში. ასევე, სამშობლოში დაბრუნების საკითხი და ბიზნესში თანამემამულეების ჩართულობა. შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და პროდუქტიული. იმედი მაქვს, რომ მალტაზე ასეთი ვიზიტები ბევრი იქნება“, - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მალტისა და იტალიის რესპუბლიკებში, კონსტანტინე სურგულაძემ.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრა, შალვა პაპუაშვილის მალტაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა. შეხვედრას, საპარლამენტო დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს