ნინო ლაცაბიძემ კამპანიის - „თაობა მომავლისთვის“ ფარგლებში, ახალგაზრდებთან შეხვედრები გამართა

რუსთავის მერისა და ახალგაზრდული დეპარტამენტის ინიციატივით დაწყებული კამპანია - „თაობა მომავლისთვის“, რომელიც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებთან მათთვის საინტერესო საკითხებზე დისკუსიას ითვალისწინებდა, #28 საჯარო სკოლაში გამართული შეხვედრით დასრულდა.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთაველ წარმატებულ სპორტსმენებთან, მუსიკოსებთან და სხვა ცნობად სახეებთან ერთად, 1700-მდე ახალგაზრდას შეხვდა.

უწყების ცნობით, რუსთავის მერმა საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებს, ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი ახალგაზრდული პროექტები, პროგრამები, რეფორმები, ინიციატივები გააცნო და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

„კამპანიის - „თაობა მომავლისთვის“ ფარგლებში, 1700-მდე ახალგაზრდას შევხვდით. ვიყავით აბსოლუტურად ყველა სკოლაში და ვისაუბრეთ ჩვენი ახალგაზრდებისთვის საინტერესო საკითხებზე. ჩვენ ამ თანამშრომლობას და მეგობრობას აუცილებლად გავაგრძელებთ. უახლოეს პერიოდში შეიქმნება მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო. ახალგაზრდულ საბჭოში, ყველა სკოლის წარმომადგენელი იქნება, ამით ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება, კიდევ უფრო ახალ და საინტერესო ეტაპზე გადავა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

შეხვედრების მიმდინარეობისას, რუსთავის მერმა ახალგაზრდებს, კიდევ ერთი ახალი პროექტი - „სკოლის ელჩი“ გააცნო. პროექტის ფარგლებში, თავად სკოლის მოსწავლეები აირჩევენ ერთ წარმომადგენელს, რომელიც მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრი და რუსთავის მერიაში საკუთარი „სკოლის ელჩი“ იქნება.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა