ლევან ბეჟაშვილი - ახლა საპარლამენტო თანამდებობების და უფლებამოსილებების გადანაწილებაზე საუბარი არარელევანტურია

ახლა საპარლამენტო თანამდებობების და უფლებამოსილებების გადანაწილებაზე საუბარი არარელევანტურია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ეკა გიგაურის საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც პარლამენტში უფლებამოსილებების განაწილებას ეხება როგორც ამას შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებდა.

ბეჟაშვილი აცხადებს, რომ მაშინ, როცა უმრავლესობა მათ წინადადებებს ხელოვნურ ბარიერს უქმნის, ამასთან არჩევნებამდე მხოლოდ 1 წელია დარჩენილი, უფლებამოსილებების განაწილებაზე საუბარი არარელევანტური იქნება.

„ნაციონალურ მოძრაობას", ასევე ჩემი ინფორმაციით, სხვა საპარლამენტო ჯგუფებს არ აქვთ პოლიტიკური ნება, რომ ამ პარლამენტის ფარგლებში მოხდეს უფლებამოსილებების გადანაწილება. შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებდა 2020 წლის განმავლობაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას, მაგრამ ახლა საპარლამენტო თანამდებობების და უფლებამოსილებების გადანაწილებაზე საუბარი არარელევანტურია მაშინ, როცა პარლამენტმა "ქართული ოცნების" წყალობით ფაქტობრივად დაკარგა ფუნქცია, ამ ფონზე როცა საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი, ვფიქრობ, ამ ინიციატივის მხარდაჭერა და მიღება არ იქნება მართლზომიერი. თუმცა, შემდგომი მოწვევის პარლამენტისთვის ეს პრინციპი შეიძლება აღებულ იქნას", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ეკა გიგაურის საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც უფლებამოსილებების განაწილებას ეხება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს განიხილავს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს