შალვა პაპუაშვილი - უპირველეს ყოვლისა, რაც უნდა გააკეთოს უკრაინის ხელისუფლებამ, ეს არის, რომ საქართველოს გადმოსცეს ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე

ვფიქრობ, რომ თუკი უკრაინის ხელისუფლების ამ წარმომადგენლებს სურთ ქართველი ხალხის გულის მოგება, უნდა დაიწყონ იქიდან, რომ ქართველ ხალხს და ქვეყნის მართლმსაჯულებას გადასცენ ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე, დანარჩენზე უკვე შემდეგ უნდა ვისაუბროთ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის ხმის" თავმჯდომარე,დავით არახამიას მიერ საქართველოს ევროინტეგრაციასა და მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ უცხო ქვეყნის პარლამენტის წევრების განცხადებებს დიდი ყურადღება არ უნდა მიექცეს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ცნობილია მათი პოლიტიკური აფილიაცია.

„რთულია გააკეთო ამ მხრივ სერიოზული კომენტარები, ერთ რამეს ვიტყოდი, რომ უპირველეს ყოვლისა, რაც უნდა გააკეთოს უკრაინის ხელისუფლებამ, ეს არის, რომ საქართველოს გადმოსცეს ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე. ერთის წინააღმდეგ არსებობს 5 საქმეზე განაჩენი, 6 წელი აქვს მოსახდელი, ჯამში, 19 წელი აქვს მისჯილი და რომ იყოს ეს ის პერიოდი, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი იყო საქართველოში, 19 წელივე ექნებოდა მოსახდელი, შეკრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, რომელიც მაშინ იყო, თუმცა ამ წესებით მას 6 წელი აქვს მოსახდელი. დღეს ზურაბ ადეიშვილი არის უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი და მართლმსაჯულების რეფორმას კოორდინირებს, რაც არ უნდა ცინიკურად ჟღერდეს ეს ყველაფერი და მეორე გია ლორთქიფანიძე, რომელიც არის მთავარი მოქმედი პირი, საქართველოში სააკაშვილის უკანონო შემოპარების.

მე ვფიქრობ, რომ გადაჭარბებული ყურადღება არ უნდა მივაქციოთ უცხო ქვეყნის პარლამენტის წევრის განცხადებას ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით, მათ შორის, როდესაც პირდაპირ ვიცით პოლიტიკური აფილიაცია, რომელიც არსებობს კონკრეტულად ამ პოლიტიკოსსა და მიხეილ სააკაშვილს შორის. კიდევ ერთხელ, თუკი რამეზე შეიძლება ჰქონდეთ ახლა საუბარი უკრაინის ხელისუფლების ამ წარმომადგენლებს, პირველი, რასაც ისინი ეუბნებიან ქართველ ხალხს არის ის, რომ მათ გადასცემენ ზურაბ ადეიშვილს და გია ლორთქიფანიძეს, ნაცვლად იმისა, რომ ერთი იყოს გენერალური პროკურორის მრჩეველი და მეორე, უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილე. ეს არის სწორედ ის დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ, როდესაც ქართველი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენები არიან სხვადასხვა თანამდებობაზე უკრაინაში“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, როგორც დავით არახამიამ ტელეკომპანია „მთავარისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება და ქართველი ხალხი აღარ შეეგუება ასეთ ხელისუფლებას. ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ევროპულ მომავალს, თუმცა არა ამ ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს