შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, უკრაინამ აღადგინოს ის დამოკიდებულება ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ, რომელიც ჰქონდა - დამოკიდებულების შეცვლის ნიშანი იქნებოდა ელჩის დანიშვნა

მნიშვნელოვანია, უკრაინამ აღადგინოს დამოკიდებულება ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ, რომელიც მას ჰქონდა , - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას, რომ თუ „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას გაათავისუფლებენ, ის იქნება პირველი, ვინც წავა პრეზიდენტთან და თბილისში ელჩის გაშვებას სთხოვს.

პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინის მხრიდან დამოკიდებულების შეცვლის ნიშანი საქართველოში ელჩის დანიშვნა იქნებოდა.

„სოლიდარობის პასუხად, რომელსაც ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მიმართ იჩენს, სამწუხაროდ, გვაქვს ის, რომ დღემდე არ არის დანიშნული საქართველოში უკრაინის ელჩი. წინაპირობების დაყენება არ მგონია, რომ სწორი იყოს. უფრო მნიშვნელოვანია, უკრაინამ აღადგინოს ის დამოკიდებულება ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ, რომელიც მას ჰქონდა. დამოკიდებულების შეცვლის ნიშანი იქნებოდა ელჩის დანიშვნა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა ქოლ-ცენტრების საქმეში "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის და დავით არახამიას სავარაუდო კავშირების შესახებ დასმულ კითხვას და ამასთან, პარლამენტში ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას.

პაპუაშვილის თქმით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა ემსახურება ერთ მიზანს, რომ ოპოზიციამ მეტი სკანდალი შემოიტანოს პოლიტიკაში.

მისივე თქმით, ოპოზიციას არ უნდა, რომ ქართველმა ხალხმა და ხელისუფლებამ პოლიტიკურად გაიმარჯვოს.

„მე ჩემი ეჭვები გამოვთქვი ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით, რა მიზანი შეიძლება ყოფილიყო - წარმატებული პროცესი, რაც მიმდინარეობს და რომლის ინიციატორიც არის საქართველოს მხარე, ამ წარმატებულ პროცესს შეექმნას პრობლემები, მოხდეს წინმსწრებად ზედმეტად ჩახედვა საგამოძიებო პროცესში, რა მტკიცებულებები არსებობს ამა თუ იმ ადამიანების წინააღმდეგ, შემდეგ თავი დაიზღვიონ სხვადასხვა ბრალდებისგან.

მეორე მხრივ, ეს არის ზოგადი ტრენდი, ჩვენს ოპოზიციას გარკვეული საყმაწვილო სახადი აქვს ამ საგამოძიებო კომისიების სახით, ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული იყოს 12-პუნქტიან რეკომენდაციასთან დაკავშირებით კანონშემოქმედებით პროცესით. ახლა რატომღაც ყველას უნდა, რომ გახდეს გამომძიებელი და რაღაც საკითხები იძიოს. საბოლოო ჯამში, მიზანი არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი სკანდალი შემოიტანონ პოლიტიკაში. თუკი იქნება ნეგატიური პოლიტიკური ფონი და პოლარიზაცია, თავისთავად ევროკავშირს, როდესაც გადაწყვეტილება ექნება მისაღები კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ეს იყოს ნეგატიური გადაწყვეტილება, როგორც ეს იყო გასული წლის ივნისში. ბრიუსელში დადიოდნენ, ატალახებდნენ ოთახების შესასვლელებს, რომ რამენაირად დაერწმუნებინათ პოლიტიკური პარტიები, ხელი შეეშალათ ამ პროცესისთვის, ერთი მიზეზის გამო, იციან რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭება და პროგრესი იქნება ქართველი ხალხის და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური გამარჯვება. არ უნდათ, რომ ქართველმა ხალხმა და მისმა არჩეულმა ხელისუფლებამ პოლიტიკურად გაიმარჯვოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო