ბათუმში ლოზუნგით - „რუსეთი  არის ტერორისტული ქვეყანა“ აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს

„რუსეთი არის ტერორისტული ქვეყანა“ - ამ ლოზუნგით ბათუმში, საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები აქცია-პერფორმანს მართავენ.

მათი განცხადებით, 8 მაისს ფაშისტური გერმანია დამარცხდა, თუმცა „რაშისტული რუსეთი სისხლის ღვრას აგრძელებს“.

მათივე თქმით, სიმბოლურ თარიღთან დაკავშირებით მსოფლიოს 55 ქალაქში მსგავსი აქცია-პერფორმანსი იმართება.

აქციის მონაწილეები ბათუმის ქუჩებში ავტომობილებით მსვლელობას გეგმავენ.

“8 მაისს ფაშისტური გერმანია დამარცხდა. 21-ე საუკუნეში იგივე ფაშიზმი გრძელდება რუსეთის მიერ, რომელსაც რაშიზმი ჰქვია. ასევე, უნდა დამარცხდეს და სამუდამოდ დასრულდეს ტერორისტული ქვეყნის მიერ სისხლისღვრა. უკრაინის გამარჯვება იქნება ცივილური სამყაროს გამარჯვება. ამ მარშით გვინდა, გამოვხატოთ პროტესტი. მსგავსი აქცია-პერფორმანსი 55 ქალაქში მიმდინარეობს”, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა