შალვა პაპუაშვილი - 78 წელი გავიდა, რაც ცივილიზებულმა სამყარომ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბოროტებაზე, ფაშიზმზე გაიმარჯვა - ბრძოლის ველზე, მსოფლიო მშვიდობისათვის, 300 ათასზე მეტი ქართველი დაეცა

ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს - 9 მაისს. 78 წელი გავიდა, რაც ცივილიზებულმა სამყარომ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბოროტებაზე, ფაშიზმზე გაიმარჯვა, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ჩვენი ვალია, ყოველთვის გვახსოვდეს და სათანადო პატივი ვცეთ მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებს, მათ თავდადებასა და დამსახურებას.

მისი თქმით, ფაშიზმზე გამარჯვებაში საქართველომ უდიდესი წვლილი შეიტანა - ბრძოლის ველზე, მსოფლიო მშვიდობისათვის, 300 ათასზე მეტი ქართველი დაეცა.

„ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს - 9 მაისს. 78 წელი გავიდა, რაც ცივილიზებულმა სამყარომ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბოროტებაზე, ფაშიზმზე გაიმარჯვა. ამ გამარჯვებაში საქართველომ უდიდესი წვლილი შეიტანა - ბრძოლის ველზე, მსოფლიო მშვიდობისათვის, 300 ათასზე მეტი ქართველი დაეცა. ბევრი მათგანის გმირობის ისტორია ჩვენთვის ცნობილია, უმეტესობის კი არა. თუმცა, სწორედ მათი საგმირო ტრადიციების გაგრძელება იყო, როდესაც სულ ცოტა ხნის წინ მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში, ჩვენი გმირი სამხედრო მოსამსახურეები ღირსეულად იცავდნენ გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

განსაკუთრებული მოწიწებით მინდა ეს დღე მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ჩვენს ვეტერანებს მივულოცო. ჩვენი ვალია, ყოველთვის გვახსოვდეს და სათანადო პატივი ვცეთ მათ თავდადებასა და დამსახურებას,” - წერს შალვა პაპუაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო