სალომე სამადაშვილი - პრეზიდენტის ინსტიტუტის მორიგ ჯერზე დაკნინების მიზნით, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა დაიწყოს საარჩევნო ადმინისტრაციის უზურპაციის პროცესი და მოემზადოს არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის

პრეზიდენტის ინსტიტუტის მორიგ ჯერზე დაკნინების მიზნით და ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟის დღის წესრიგით, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა დაიწყოს საარჩევნო ადმინისტრაციის სრული უზურპაციის პროცესი და მოემზადოს არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სამადაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა და პრეზიდენტს მოუწოდა ვეტოს გამოყენება განიხილოს.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი იდგმება იმისთვის, რათა ერთი მხრივ, პრეზიდენტი ევროპარლამენტში ჩავიდეს მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების შეკვეცის ფონზე. ამავდროულად, როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, ცვლილებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოთხოვნებს და მიშელის შეთანხმებას.

„ახლა, როცა ახლოვდება რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა ევროკავშირში, „ქართული ოცნება“ მორიგ ჯერზე იწყებს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესის საბოტაჟს. თქვენ იცით, რომ უახლოეს კვირებში უნდა გამოქვეყნდეს ევროკავშირის შუალედური შეფასება და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ვიზიტი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი გეგმავს ევროპარლამენტში. სწორედ ამ ვიზიტის წინ პრეზიდენტის ინსტიტუტის მორიგ ჯერზე დაკნინების მიზნით და ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟის დღის წესრიგით „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა დაიწყოს საარჩევნო ადმინისტრაციის სრული უზურპაციის პროცესი და მოემზადოს არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის. ეს სჭირდებათ იმიტომ, რომ ყველა გამოკითხვით დასტურდება რომ არჩევნებს „ქართული ოცნება“ წააგებს. ეს არის ტოტალიტარული რეჟიმის გამყარებისკენ და ევროპული მომავლის ხელისშეშლისკენ გადადგმული ნაბიჯი. მსურს მოვუწოდო პრეზიდენტს, ღიად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია კანონპროექტზე, განიხილოთ თქვენი კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენება მისი კანონად გადაქცევისთვის ხელის შესაშლელად და ასევე, გადადგათ ის ნაბიჯები, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ევროპარლამენტში თქვენი გამოსვლა გახდეს ისტორიული იყოს გარდამტეხი, რათა სიცხადე შევიტანოთ მთელი მსოფლიოსთვის, სად დგას ქართველი ხალხი, რა არის პრეზიდენტის არჩევანი და სად დგას ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანაში დაუფლებულია პოლიტიკურ ძალაუფლებას. „ლელო“ გამართავს კონსულტაციებს საერთაშორისო პარტნიორებთან, რადგან იცით, რომ აშშ-მ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა ჩვენს ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფა. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებული კანონპროექტი პირდაპირ ბარიკადებს აღმართავს ამ ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების გზაზე და ეს არის პასუხი ასევე სტრატეგიული მოკავშირისთვის, რომელმაც გასაგებად დააფიქსირა საკუთარი პრიორიტეტი ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. მოვუწოდებ პრეზიდენტს, გააკეთოს მკაფიო შეფასება და მკაფიოდ აჩვენოს საზოგადოებას, რომ დგას ქართველი ხალხის მხარეს ამ მცდელობაში, როცა მორიგ ჯერზე ადგილი აქვს მცდელობას "ქართული ოცნების" მხრიდან წაგვართვას და მოგვპაროს შანსი მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“,- განაცხადა სამადაშვილმა.

პარლამენტში ინიცირებულია უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი - თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.

ამ მიმართულებით „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის ბიუროს 8 მაისის სხდომაზე წარედგინა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო