სალომე სამადაშვილი - კითხვებზე პასუხის გარეშე გახარია ვერასდროს შეიძენს მორალურ სიცხადეს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ოპოზიციაში ჩვენ ვინმესთან ვითანამშრომლოთ

კითხვებზე პასუხის გარეშე გახარია ვერასდროს შეიძენს მორალურ სიცხადეს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ ვითანამშრომლოთ ვინმესთან ოპოზიციაში, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, გეგმავს თუ არა „ლელო“ გიორგი გახარიას პარტიასთან თანამშრომლობას.

სამადაშვილის თქმით, გახარიას პასუხი აქვს გასაცემი 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით, როცა აქციის დაშლის ღონისძიებებს უშუალოდ ხელმძღვანელობდა, ასევე ოპოზიციის შანტაჟთან და ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით.

„ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ვგეგმავთ რაიმე სახის თანამშრომლობას ამ პარტიასთან. ეს ჟღერდება სხვადასხვა სივრცეში და ჩვენთვის გაუგებარია, რა არის ამის დღის წესრიგი. შემიძლია ცხადად გითხრათ ჩემი პოზიცია. გახარია აქ, პარლამენტის შენობიდან, 20 ივნისის დარბევის ღონისძიებებს უშუალოდ ხელმძღვანელობდა. მე მაქვს მასთან შეკითხვა, რა აქვს სათქმელი საზოგადოებასთან 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით? მაქვს შეკითხვა, როგორც ჯერ კიდევ არა პრემიერ-მინისტრი, რატომ იყენებდა საკუთარ უფლებამოსილებას იმისთვის, რომ შანტაჟი მოეწყო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისთვის, ბიზნესისთვის და მედიისთვის და რა პასუხი ამაზე აქვს გასაცემი? რა აქვს პასუხი გასაცემი ია კერზაიას საქმეზე, რომელიც დაიღუპა ზეწოლის შედეგად, რომელსაც მისი ხელისუფლება ახორციელებდა არჩევნების დროს. ამ კითხვებზე პასუხის გარეშე გახარია ვერასდროს ვერ შეიძენს მორალური სიცხადეს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ ვითანამშრომლოთ ვინმესთან ოპოზიციაში“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?
შეიძინე და მიიღე საჩუქარი - 28,29,30 ივნისს მოდუსში დაუჯერებელი ფასდაკლებები გელოდება!