იაგო ხვიჩია - „ქოცები" არანაირი კონსერვატორები არ არიან, არც ლიბერალები არიან - ისინი ნებისმიერი ვინმე გახდებიან, შეიძლება ლგბტ პრაიდზე დადგნენ, თუ ხელისუფლების შენარჩუნებას დასჭირდება

„ქოცები" არანაირი კონსერვატორები არ არიან, არც ლიბერალები არიან - ისინი ნებისმიერი ვინმე გახდებიან, შეიძლება ლგბტ პრაიდზე დადგნენ, თუ ხელისუფლების შენარჩუნებას დასჭირდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც უნგრეთში გამართულ კონსერვატორთა ფორუმზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ მათ პოლიტიკურ ოჯახში "ქართული ოცნების" სტატუსს გადახედავს.

მისი თქმით, ზოგადად, "ქართული ოცნება" რაიმე იდეოლოგიას არ მიჰყვება.

"მგონი, ეს ხალხი ძალიან ცდება, რომ "ქოცებს" კონსერვატიულ პარტიას ეძახის და აქედან ნებისმიერი დაშვება მცდარია, რადგან "ქოცები" არანაირი კონსერვატორები არ არიან, არც ლიბერალები არიან, ზოგადად "ქოცები" არ არიან იდეოლოგიზებული პარტია, ისინი ნებისმიერი ვინმე გახდებიან, ხვალ შეიძლება ლგბტ უფლებების დაცვა დაიწყონ, დღეს ხომ კონსერვატორები იყვნენ, ხვალ შეიძლება წავიდნენ და ლგბტ პრაიდზე დადგნენ, თუ ხელისუფლების შენარჩუნებას სჭირდება. ამიტომ არასწორია ჩვენი მეგობრების და პარტნიორების მოსაზრება "ქართული ოცნების" კონსერვატორობასთან დაკავშირებით.

უნგრეთში გამოსვლას რაც შეეხება, არათანმიმდევრული და ტყუილია, მანამდე აქ კვოტირების კანონზე რომ მსჯელობ, ანტიდისკრიმინაციულ კანონს იღებ, ბავშვთა კოდექსს და მასზე არ გამოვა კონსერვატორობა. ქალი არის დედა და კაცი მამაო, რომ იტყვი, კონსერვატორობა მაგას არ ნიშნავს, სინამდვილეში კონსერვატორობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ძველ წესებს, რომლითაც ვცხოვრობდით და გამოგვადგა. ჩვენ ძველ წესებს, რომლითაც ვცხოვრობდით, ერქვა კომუნისტური წესები და ითვალისწინებდა ჩვენს დამონებას. როცა ვსაუბრობთ, რომ კონსერვატორები ვართ, ნიშნავს, რომ ამ კომუნისტურ წესებს ვცემთ პატივს ან მანამდე ცარისტულ წესებს, რომელიც ჩვენ მონობაში გვაცხოვრებდა. ამიტომ საქართველოში კონსერვატორიზმი სულ სასაცილოდ გამოიყურებოდა. ჩვენ სინამდვილეში ახლა უნდა შევქმნათ რაღაც ტრადიციები, რომელსაც მომავალში ვიღაც დაეყრდნობა და ჩაითვლება ტრადიციებად და კონსერვატორობად, თორემ, როცა მონობიდან გამოდიხარ, რა კონსერვატორიზმზე ვსაუბრობთ?"- განაცხადა ხვიჩიამ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში