დავით გაბაიძე - ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავს და ქედს ვიხრი დაღუპულთა ხსოვნის წინაშე, რომლებმაც მომავალი თაობების გადასარჩენად სიცოცხლე გაწირეს

დავით გაბაიძე - ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავს და ქედს ვიხრი დაღუპულთა ხსოვნის წინაშე, რომლებმაც მომავალი თაობების გადასარჩენად სიცოცხლე გაწირეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ლეგენდარული კაპიტნის - ანატოლი კაჭარავას საფლავი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს. მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ომში დაღუპულთა ოჯახებს ერთჯერადი ფულადი საჩუქრები გადაეცათ.

მათივე ცნობით, საბჭოთა კავშირის გმირი - ანატოლი კაჭარავა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი ხელმძღვანელი იყო. საომარი მოქმედებების დროს მან არაერთი სახიფათო რეისი შეასრულა.