ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 9 მაისის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და მერის მოადგილე დავით გოგლიძემ ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის გმირებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

,,მინდა, დღევანდელი დღე, პატივისცემით მივულოცო ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ვეტერანს. მათი თავგანწირვის დამსახურებაა, რომ კაცობრიობამ ფაშიზმი დაამარცხა და 9 მაისი გამარჯვების დღედ იქცა. თითოეულ მათგანს ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს" - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ. განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი