ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს შოთა ჩიხლაძეს ესტუმრა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს შოთა ჩიხლაძეს ესტუმრა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა 101 წლის თანაქალაქელს.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

როგორც იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნა, 9 მაისი კიდევ ერთხელ შეხსენებაა იმისა, რა საშინელებაა ომი.

„78 წელი გავიდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან. ძალიან ცოტანი დარჩნენ ჩვენს გვერდით იმ ომის მონაწილეები - ადამიანები, რომლებმაც იბრძოლეს და გაიმარჯვეს. დღეს ერთ-ერთ მათგანს, ბატონ შოთა ჩიხლაძეს სახლში ვესტუმრე და გამარჯვების დღე მივულოცე. 9 მაისი კიდევ ერთხელ შეხსენებაა იმისა, რა საშინელებაა ომი. მშვიდობიან სამყაროში გვეცხოვროს!“ - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო